x
image
_K_
იცოდით, რატომ ატარებდა პრინცესა დიანა ორ მაჯის საათს?
image


პრინცესა დიანამ იცოდა, როგორ გამოეხატა საკუთარი აზრი ჩაცმულობით და ცნობილი იყო თავისი გულკეთილობით. მაგალითად, ადამიანების გულების დედოფალმა ხელთათმანის ჩაცმაზე უარი განაცხადა, როცა ოფიციალურ შეხვედრაზე იმყოფებოდა მოქალაქეებთან. ერთხელ კამერებმა მის მაჯაზე ორი საათი დააფიქსირეს და ეს შემთხვევითობა სულაც არ იყო. დიანას უყვარდა ხალხისადმი სიყვარულის გამოხატვა და ეს ჟესტიც ვიღაც განსაკუთრებულისადმი იყო მიძღვნილი.


სტატიაში გაგაცნობთ, თუ რა მნიშვნელობა იმალებოდა პრინცესას ორი მაჯის საათის უკან.





დიანა და პრინცი ჩარლზი ახალი დანიშნულებები იყვნენ.

პრინცესას ეს ფოტო 1981 წელს გადაუღეს, ჩარლზე დანიშვნიდან მალევე. კამერებმა დიანა დააფიქსირეს, როცა თავის საქმროს უყურებდა პოლოს თამაშისას უინდსორის პოლოს კლუბში. ყველაფერი ჩვეულებრივი ჩანდა, გარდა ერთი პატარა დეტალისა: დიანას მაჯაზე 2 საათი ეკეთა.


image






დიანამ ამით აჩვენა, რომ ზრუნავდა.

როგორც გაირკვა, წვრილი ოქროს სამაჯურის მქონე საათი დიანასი იყო, მუქი კი ჩარლზს ეკუთვნოდა. დიანამ განაცხადა, რომ მეუღლის საათს მისადმი "შესაწირის" სიმბოლოდ და იღბლის მოსატანად ატარებდა.

image






ეს ჟესტი შუასაუკუნეების ძველ ტრადიციას გვახსენებს.

შუა საუკუნეებში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც რაინდს მანდილოსნის ცხვირსახოცი ჩაფხუტზე უნდა მიება ასპარეზობის წინ. ცხვირსახოცი კარგი იღბლის სიმბოლოდ აღიქმებოდა და მოასპარეზისთვის ქალის მხარდაჭერას ნიშნავდა.


სამწუხაროდ, დიანას და ჩარლზის ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდა, თუმცა, ეს ჟესტი ადასტურებს, რომ მათ ერთმანეთი მართლა უყვარდათ და მგრძნობიარე ურთიერთობა ჰქონდათ, დასაწყისში მაინც.

image





ეს არ იყო ერთადერთი სენტიმენტალური ჟესტი, რითაც დიანამ სიყვარული გამოხატა.

დიანამ უარი თქვა იმ ტიარას (სამმაგი გვირგვინი) ტარებაზე, რომელიც დედოფალმა ქორწილის დღეს გადასცა. ამის მაგივრად, დიანამ ის გვირგვინი მოირგო, რომელიც წლების განმავლობაში ინახებოდა მის ოჯახში და რომელშიც მისი წინაპარი ქალები (ასევე მისი დაც) ქორწინდებოდნენ. ამ ჟესტით დიანამ სიყვარული და პატივისცემა გამოხატა თავისი ოჯახის ტრადიციების მიმართ.

image

p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ შეიცვალნენ სამეფო ოჯახის წევრები ბოლო 10 წლის განმავლობაში და რას საქმიანობენ დღეს

image


2. როგორი იქნებოდა მსოფლიო დღეს, აშშ რომ არ შექმნილიყო

image


3. 10 უჩვეულო და საინტერესო ფაქტი სამეფო ოჯახის შესახებ

image

0
442
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
442
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0