x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იცით, რატომ არის ქირურგების ხალათის ფერი ლურჯი და მწვანე?

image


თუ ვინმე გკითხავთ, რა ფერის არის ექიმის ფორმა, რას უპასუხებთ? უმეტესობა თქვენგანი ალბათ უპასუხებს რომ "თეთრი", და ეს მართალია, თუმცა ნაწილობრივ. ქირურგები უკვე დიდია ხანია თეთრ ფორმას აღარ ატარებენ, მიუხედავად იმისა რომ ეს ფერი სისუფთავისა და სიწმინდის სიმბოლოდ ითვლება. მოდით, ერთად გავარკვიოთ, რითი განსხვავდება ერთმანეთისგან მედიკოსების ხალათების ფერი.



image


თანამედროვე ქირურგები მხოლოდ მწვანე ან ლურჯ ხალათებს ატარებენ. ეს ტენდენცია მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო, თუმცა მანამდე ექიმები მხოლოდ თეთრ ფორმას ატარებდნენ. როგორც ირკვევა საქმე - თვალებშია!



image


ფერთა სპექტრში - მწვანე, წითლის სრული საპირისპიროა. მწვანეს, თვალებზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, მაშინ როდესაც წითელი პირიქით - აღიზიანებს. ქირურგები სისხლს რამდენიმე საათის განმავლობაში უყურებენ, ამიტომ ამ ფერის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარენი ხდებიან. მწვანე ან ლურჯი ფერი კი, კატალიზატორის როლში გვევლინება. ამგვარად, ამ ფერის სამოსი ექიმების მახვილ თვალს არა მხოლოდ ასტიმულირებს, არამედ წითლის მიმართ უფრო მგრძნობიარესაც ხდის, რაც შესაბამისად, ოპერაციის პროსცესში ქირურგების მიერ შეცდომის დაშვების ალბათობას მკვეთრად ამცირებს.



image


წითელ ფერზე ფოკუსირებამ შეიძლება მწვანე ფერის ლაქების ილუზია გამოიწვიოს, თუკი მზერას თეთრ ფონზე გადავიტანთ. მაგალითად, ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, თუ ქირურგი ოპერაციის დროს ასისტენტის ხალათს შეხედავს. ლურჯი ან მწვანე ფერის ფორმა კი ქირურგის ყურადღებას საერთოდ არ ფანტავს.



0
755
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
755