x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აქვს 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს კორონავირუსი დაუდგინდა.

image

როგორც ცნობილია, მინისტრის მოადგილეს 10 მარტს განმეორებით ჩაუტარდა კვლევები და დაუასტურდა კორონავირუსი COVID-19.

ამის შესახებ განცხადება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონა ვირუსი COVID-19, იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი იყო უარყოფითი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას", - ნათქვამია განცხადებაში.


0
89
შეფასება არ არის
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0