x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქართველი ექიმის თავდადება და სასწაულებრივად გადარჩენილი ლიტველი გოგონა

image

“საბჭოთა ლიტვაში ერთი პატარა გოგონა ცხოვრობდა, რომელსაც რასა ერქვა. რასას მამა ტრაქტორისტი იყო: ის კომბაინზე მუშაობდა. 1983 წლის ივლისში ყანაში მოთამაშე გოგონას მამამ კომბაინის ბასრი ცელით შემთხვევით ორივე ფეხის ტერფი მოაჭრა. სამი წლის გოგონას დაღუპვა ელოდა სისხლის დაკარგვისა და ტრამვული შოკისგან. სოფელში არც ტელეფონი იყო და არც სასწრაფო დახმარების სადგური... მაგრამ იმის წყალობით, რომ მთელი ლიტვა და მოსკოვი ფეხზე დადგა ბავშის გადასარჩენად, მოხდა სასწაული...

12 საათის შემდეგ – თვითმფრინავი Ty-134, რომელიც ივლისის იმ ავბედით ღამეს ლიტვის ცაში აიჭრა, საგანგები რეისს ასრულებდა. თეთრ ზეწარში შეხვეული პატარა რასა მოთმინებით ელოდა შველას, მის გვერდით სავარძელში კი გაყინული თევზით სავსე ყუთში მოჭრილი ფეხის ტერფები ეწყო. მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავს უკვე ელოდა "სასწრაფო დახმარების" მანქანა, ხოლო ბავშვთა ქირურგიული განყოფილების მისაღებში ახალგაზრდა ქირურგი რამაზ დათიაშვილლი კოლეგებთნ ერთად.

ხელმძღვანელობა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ ოპერაციის ჩატარების. ასეთი ოპერაციის პრეცედენტი საბჭოთა კავშირში ჯერჯერობით არ არსებობდა. ტრაგედიის მომენტიდან უკვე 12 საათი იყო გასული, მაგრამ რამაზმა გადაწყვიტა გაერისკა...

ერთიმეორის მიყოლებით ხდებოდა დაკვირვება თითოეულ ძარღვზე, თითოეულ მყესზე, არტერიებზე, ნერვებსა და კუნთებზე. ოთხი დაძაბული საათის შემდეგ რამაზს მარტო მოუხდა ოპერაციის გაგრძელება. მისმა თანაშემწეებმა ვერ გაუძლეს ასეთ ნერვულ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას. ის მარტო განაგრძობდა კერვას. კიდევ ერთი მყესი, ნერვი და... ოპერაციაც დასრულდა. 9–საათიანი დაძაბული ოპერაციის შემდეგ, როცა ახალგაზრდა ქირურგი უკანასკნელ ნაკერებს ადებდა, პაწაწინა ფეხები მის ხელში გათბა და მაშინ რამაზ დათიაშვილი მიხვდა, რომ მან გაიმარჯვა.

ამბობენ, რომ როცა გოგონამ პირველი ნაბიჯები გადადგა, რამაზ დათიაშვილი ატირდა. ამჟამად რასა ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში, მას არასოდეს დაავიწყდება ქირურგი, რომელმაც ის სიკვდილისგან იხსნა..."

0
380
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0