x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
5 ქვეყანა, სადაც მრავალქმრიანობა დაშვებულია

რატომ შეიძლება კაცებისთვის და ჩვენთვის არა?'' შესაძლოა მსგავსი კითხვა ბევრ ქალს გააჩნდეს. წარმოგიდგენთ 5 ქვეყანას, სადაც ქალებს ერთზე მეტი ქმარი ჰყავთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალებს მეტი უფლება აქვთ, ვიდრე კაცებს.

  • ინდოეთი

image

ადრე ინდოეთში ფართოდ იყო გავრცელებული პოლიანდრია, ახლაც, რამდენიმე რაიონში ჯერ კიდევ შემორჩენილია ეს ტრადიცია, განსაკუთრებით კი ყოფილი შტატების ჯამუ და კაშმირის ტერიტორიებზე. ეს ადგილები მთებშია განლაგებული, სადაც ნაყოფიერი მიწები ძალიან ცოტაა, წორედ ამიტომ, პოლიანდრია მიწის გაყოფისთვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნიეს.

image

საქმე იმაშია, რომ ოჯახში ცოლს პირველ რიგში უფროსი ძმა ირთავს, ქალი კი ავტომატურად ხდება სხვა უმცროსი ძმების ცოლიც, მიწა კი რა თქმა უნდა უფროს ძმას რჩებოდა. ქალს ჰქონდა უფლება უარი ეთქვა ძმებისთვის. ასეთ შემთხვევაში ისინი თავს იპარსავდნენ ბერებივით, ხოლო თუ დათანხმდებოდა, მაშინ ცოლ-ქმრულ მოვალეობას ყოველკვირეულად იყოფდნენ და ასრულებდნენ.

2.ტიბეტი

image

ჩინეთის ტერიტორიაზე მრავალქმრიანობა არაა დაშვებული, ინიციატივას, შემოეღოთ მრავალქმრიანობა მოსახლეობის რაოდენობის შესამცირებლად მხარი არ დაუჭირეს. თუმცა ტიბეტში, მრავალქმრიანობა ჩვეულებრივი მოვლენაა. მიზეზი აქაც რესურსების ნაკლებობა, გარდა ამისა, ოჯახს ურჩევნია ერთი ქალი გამოიყიდონ შვილებისთვის, ვიდრე რამდენიმე. ტიბეტში ქალი ქმარს არ ირჩევს, ის ძმებზე ქორწინდება. ასევე არ ანსხვავებენ შვილებსაც მამების მიხედვით, ხოლო ღამე ქალი ირჩევს ქმარს, როგორც ზრუნვის და შრომის დაფასებისთვის. არაა იშვიათი ასევე თუ ქალს კავშირი აქვს მამამთილთანაც.

  • ნეპალი

image

1963 წელს ნეპალში აკრძალეს პოლიგამური ქორწინებები, თუმცა კანონმდებლობასი გარკვეულიფანჯრები'' დატოვეს, რასაც აქტიურად იყენებს ზოგიერთი მოსახლე. მრავალქმრიანობა გავრცელებულია დოლპას, ჰუმლას და კოსის რეგიონებში. ასევე, თუ ქალს შვილი არ უჩნდება, ან გარკვეული დაავადება აქვს, მაშინ ქმრებს მეორე ცოლიც მოჰყავთ სახლში, ხშირად კი ის ცოლის და ხდება.

გარდა ამისა, ქალისფასი'' გაცილებით დაბალია ნეპალში ვიდრე მამაკაცის. ქალს მხოლოდ ახლახანს მიეცა უფლება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები თვითონ გაეფორმებინა (ადრე ქმრის ნებართვა იყო საჭირო პასპორტის მისაღებად). გაუქმდა კიდევ ერთი უცნაურობაც: ქალების გამოკეტვა ქოხებში კრიტიკული დღეების დროს, მათი ამ დროს შიმშილობა და სასიცოცხლო პირობების გაუარესება. და რაც მთავარია, ქალის ძალადობა ოფიციალურად აიკრძალა 2015 წელს.

  • ბუტანის სამეფო

image

ქვეყანა განთავსებულია ჩინეთსა და ინდოეთს შორის. სამეფო ჰიმალაის მთებშია, ამიტომ მიწის რესურსების გადანაწილება ისტორიულად აქტუალური იყო. ახლა მრავალქმრიანობას დიდად არეტანებიან'', თუმცა ოფიციალურად ეს აკრძალული არ არის. ამიტომ ზოგიერთ რაიონში პოლიანდრია ძალიან გავრცელებულია.

  • კენია

image

აფრიკის ქვეყნებში მრავალქმრიანობა გავრცელებულია, კენიაც გამონაკლისი არაა. ადგილობრივ ტომებში გავრცელებულია როგორც მრავალცოლიანობა, ისე მრავალქმრიანობაც, ხოლო მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მრავალცოლიანი ოჯახები უფრო შეძლებულები არიან და მათი ბავშვებიც იშვიათად ავადდებიან.

0
818
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
818
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0