x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
7 ცრუ ინფორმაცია, რომელიც კორონავირუსზე ვრცელდება მსოფლიოში

image


1- მკვლელი ბანანები-ერთ-ერთი აქტიური ფეიკი, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში(მათ შორის ჩვენთან) არის დაინფიცირებული ბანანები.სოციალურ ქსელებში მიმართვის ტექსტი თითქმის ყველაგან ერთანაირად იწყებოდა:

"გაავრცელეთ!! ბანანში სპეციალურად არის შეშვებული კორონავირუსი...და ა.აშ"..უფრო ადრე მსგავსი ფეიკები ბანანზე და ღორის გრპიზეც იდებოდა.აგრეთვე ბანკომატში ჩადებულ შიდსით დაიფიცირებულ ნემსზე და ა.შ.


აქამადე სამეცნიერო პრაქტიკაში ვირუსის ხილით გადაცემის არცერთი შემთხვევა არა დაფიქსირებულა, ასე, რომ შეთქმულების თეორია ბანანზე სრული აბსურდია, მით უმეტეს ბანანის ძირითადი იმპორტი ეკვადორისდან შემოდის, სადაც კორონავირუსი საერთოდ არ გავრცელებულა.


image



2–ამანათები-კიდევ ერთი ფეიკი, რომელიც გავრცელდა, ეს არის ამანათები, თითქოს მისგან შესაძლოა აიკიდოთ ვირუსი, თუმცა ვირუსოლოგების განცხადებით, დაავადებულმა პირდაპირ ამანათზეც რომ დააცემინოს, სანამ ის დანიშნულების ადგილზე ჩააღწევს, ვირუსი მანამდე განადგურდება.

image


3-სიკვდილი პირდაპირ ეთერში-გახსოვთ ალბათ, ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების პირველ დღეებში, ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც სრული აპოკალიფსი იყო აღწერილი, როგორ ეცემოდნენ ხალხი ქუჩაში და კვდებოდნენ, სხვათა შორის ეს ვიდეობი მსხვილმა საინფორმაციო სააგენტოებმაც გაავრცელეს, თუმცა კლინიკური თვალსაზრისით ასეთი სურათი სრული აბსურდია, ეს სცენები უდიდესი ალბათობით დადგმული იყო, მით უმეტეს ჩინელებს ეხერხებათ მაღალი ხარისხის ფეიკ-ვიდეობის გავრცელება, "ამო"-ებზე, ტექნოლოგიურ კატასტორფებზე და ა.შ. და მათთვის ამ მარტივი სცენის დადგმა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა.ხოლო ერთ-ერთ ვიდეოზე პირდაპირ არის მითითებული, რომ ერთ-ერთ ავადმყოფს რიგში დგომა არ უნდოდა და ცუდად გახდომის სცენა გაითამაშა, რომ ურიგოდ შეეშვათ.


4-კორონავირუსი-ჩინელების ბიოლოგიური იარაღი-

დაავადების კერა ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩანდა. სწორედ იქ მდებარეობს დიდი ბიოლაბორატორია; ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ წერდა ავტორიტეტული ჟურნალი Nature.

ეპიდემიის დაწყებისთანავე გაჩნდა მოსაზრება, რომ ჩინელები აქ ქმნიან ბიოლოგიურ იარაღს, ხოლო ამჟამინდელი კორონავირუსი იყო ერთ-ერთი იარაღი, რომლის კონტროლიც დაკარგეს, გაჟონა და ახლა კლავს თავად შემქმნელებს.

თუმცა იგივე Nature-მ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ დაბეჯითებით დაწერა, რომ ვირუსის გამავრცლებელი ადგილობრივი ბაზარია, სადაც ეგზოტიკური ცხოველების ხორცი იყიდება, მათ შორის ღამურების, რომელიც ასეთი ვირუსების ბუნებრივი საცავია.

image



5-კორონავირუსი ჩინელების წინააღმდეგ მიმართული იარაღი-იყო მოსაზრება, რომ ეს არის ამერიკელების გაშვებული ბიოიარაღი, რომ დააჩოქოს ჩინეთის ეკონომიკა და გაანადგუროს ჩინელი ხალხი, ეს მოსაზრებაც სრულია აბსურდია, ვირუსი "ვერ არჩევს" ქვეყნებს "ვერც ეთნიკურად" და "ვერც ეკონომიკურად", კორონავირუსმა უკვე აზარალა მსოფლიო ეკომონიკა 1 ტრილიონი დოლარით და მათ შორის ლომის წილი სწორედ აშშ-ზე მოდის.

image



6-ეფექტური საშუალება კოროვირუის წინააღმდეგ-პანდემიის გავრცელებასთან ერთად გამოჩნდნენ ათასი ჯურის შარლატანები, რომლებიც სოციალურ ქსელში აზიარებენ სხვადასხვა "ეფექტურ წამლებს" კორონავიურის წინააღმდეგ, არა და დარწმუნებული იყავით, არა თუ მისი ეფექტურობა და გამოცდა, მსგავსი რეკლამის დამდებს კორონავირუსით დაავადებული ავადმყოფი თვალითაც არ უნახავს, covid-19 სულ ორი თვეა, რაც გავრცელდა, ხოლო ნემისმიერი წამლის დამზადება-გამოცდას თვეები და წლები სჭირდება, დაუჯერეთ მხოლოდ იმას, რასაც ჯანმო იძლევა რეკომენდაციას.

image


7-ხალხი ბუზებივით იხოცება-თუმცა დღევანდელი სტატისტიკა სულ სხვას მეტყველებს, გარდაცვლილთა რაოდენობა 2-3%-ია, რაც ოდნავ აღემატება გრიპის პანდემიას, მაგალითად 2002 წლის ჩინეთში კორონავიური SARS-CoV-ით გამოწვეული ანალოგიური ეპიდემიის დროს, რომელიც ასევე ღამურებისგან გავრცელდა და "მეწამული სიკვდილი" უწოდეს, სიკვდილიანობა 10% -იყო, ვაქცინის შექმნაზე 100 მილიონი დოლარი გამოიყო, თუმცა მისი შექმნა საჭირო აღარ გახდა, რადგან ვირუსი თავად გაქრა.

image

0
721
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
721
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0