x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ მოხდა ქართველი ტურისტების გადმოყვანა რომიდან თბილისში

image

საქართველომ იტალიიდან, ქალაქ რომიდან, სპეცრეისით საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა.

1) საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფილი იყო სპეციალური საშვები, რომლითაც ისინი იტალიის სხვადასხვა რეგიონებიდან რომისკენ გადაადგილდებოდნენ. (თვითონ იტალიელებისთვის გადაადგილება აკრძალულია, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს)

2) იტალიაში საქართველოს მოქალაქეების მგზავრობა სახელმწიფომ დააფინანსა.

3) სასტუმროს ხარჯები, სადაც საქართველოს მოქალაქეები განთავსდნენ, სახელმწიფომ დაფარა.

4) რომიდან თბილისში ავიარეისი ასევე სახელმწიფომ დააფინანსა.

5) იტალიაში საქართველოს საელჩო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ მომსახურებას უწევს საქართველოს მოქალაქეებს.

6) 160 მოქალაქის ევაკუირება განხორციელდა 2 თვითმფრინავით, რათა მგზავრებს შორის დისტანცია დაცული ყოფილიყო. მგზავრები არ ისხდნენ ერთმანეთის გვერდით.

7) თვითმფრინავის ეკიპაჟი სრულიად იყო აღჭურვილი სპეციალური ტანსაცმლით.

8) ყველა მგზავრი უზრუნველყოფილი იყო პირბადით, საკვებით და წყლით.

9) მგზავრებს თბილისის აეროპორტში დახვდა ექიმთა გუნდი და მათი გადაყვანა ორგანიზებულად მოხდა საკარანტინო ზონაში, სადაც მათ ექიმები 14 დღე დააკვირდებიან.

10) ყველაფერი ეს გვიჩვენებს, რომ ქართველებმა ბევრად ვაჯობეთ ნაქებ ევროპელებს დისციპლინაში და ორგანიზებულობაში, რაც დასაფასებელია. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომელებიც დღე და ღამე თავდაუზოგავად მუშაობენ და იბრძვიან იმისთვის, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შეაჩერონ. ქვეყანა ვამაყობთ თქვენით !

0
338
2-ს მოსწონს
ავტორი:white knight
white knight
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0