x
image
Yoona
Mediator image
რა შეიძლება გააკეთოთ ერთ კვირაში? დაქალებმა 7 დღეში ინგლისური ენის შესწავლა გადაწყვიტეს
რა შეიძლება გააკეთოთ ერთ კვირაში? თუ 7 დღეს ერთი მიზნის მიღწევას დაუთმობთ, ამისთვის რამდენი ამბიცია დაგჭირდებათ? ეს კითხვები გერმანელმა დაქალებმა, ქეთიმ და სარამ, საკუთარ თავს დაუსვეს, როცა ინგლისური ენის ერთ კვირაში შესწავლა გადაწყვიტეს. ამით ეცადნენ იმის დამტკიცებას, რომ ეს სავსებით შესაძლებელია, თუ სწორ მეთოდს გამოიყენებთ.


image

რატომ ინგლისური?

დაქალებმა ინგლისური ენის შესწავლა აირჩიეს. თავიდან სხვა ვარიანტებიც განიხილეს, მაგრამ არჩევანი მასზე გააკეთეს, რადგან ის გერმანიაში ერთ-ერთი პოპულარული ენაა. გერმანიის ქალაქების მრავალრიცხოვანი ქუჩები ინგლისური წარწერების მქონე პლაკატებით სავსეა. გოგონებს კარგი სტიმული ჰქონდათ.



image

საიდან დაიწყო სწავლება

პირველ რიგში, თანამედროვე ცხოვრების ვალდებულებებისა და სხვა ფაქტორებისგან გათავისუფლდნენ, რომ ყოველდღე 8 საათი ახალი ენის სწავლისთვის დაეთმოთ.

მეორე ნაბიჯი პატარა მინიშნებებით ბინის გაფორმება იყო. გოგონები ყველაზე პოპულარულ სიტყვებს სტიკერებზე წერდნენ, შემდეგ კი მთელ ბინაში ამაგრებდნენ.


image

8 საათიანი სწავლებიდან ზუსტად 1 საათის განმავლობაში გოგონები ერთმანეთს რაიმე ამოცანის შესრულებას უკრძალავდნენ, თუ ამასთან დაკავშირებით მინიმუმ სამ განსხვავებულ ფრაზას არ იტყოდნენ. მაგალითად, ყავის მოდუღება ან შუქის გამორთვა.

ქეთი და სარა თითქოსდა ტყუპი დები იყვნენ. თითოეული გარკვეული დროით მარტო რჩებოდა, რომ ინგლისური ენაზე განსახილველი თემა მოემზადებინათ. შემდეგ ისინი ხვდებოდნენ და ამ თემებს განიხილავდნენ. თითოეული ერთმანეთისთვის ცოდნის წყარო იყო.

დაქალები ჩვეულ ყოველდღიურ თემებზე ინგლისურ ენაზე საუბრობდნენ. განიხილავდნენ, სურდათ თუ არა ჩაის ან ყავის დალევა, ვახშმობა თუ უბრალოდ კაფეში დასხდომა და ასე შემდეგ.


image

სწავლების პირველ დღეს მათ ამერიკელი მეგობარი ესტუმრათ. მან გოგოებს შეცდომები გამოუსწორა და კარგი შედეგებისთვის შეაქო. შემდეგ იმ ბაზრობაზე წასვლამდე, სადაც მხოლოდ ინგლისურ ენაზე საუბრობდნენ, ხილის, ბოსტნეულის სახელები და ციფრები ისწავლეს. მათ მოვაჭრეებთან საუბარი და პროდუქტების ყიდვა მიზნად დაისახეს. როცა ამის გაკეთება შეძლეს, მათ უფრო მეტი სტიმული მიეცათ.

8 საათის განმავლობაში ერთი წუთიც კი ტყუილად დახარჯული არ იყო.

ისინი სიტყვის მარაგის გასამდიდრებლად უკვე არსებულ ცოდნას მუდმივად იყენებდნენ.


image

შედეგები

7 დღის შემდეგ გოგონებმა ენის ბარიერი გადალახეს. მათ მიზანი დაისახეს და სასურველის მიღწევას ეცადნენ. მათი ამბიცია საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბევრი ახალი რამ გაეგოთ. ასევე გააცნობიერეს, რომ მუდმივად პრაქტიკა და სრულყოფილება აუცილებელია.

აღსანიშნავია, რომ დაქალები მთელი დღე სახლში არ იხსდნენ და ენციკლოპედიებს არ იზუთხავდნენ. პირველ რიგში, ხალხთან ურთიერთობით ახალი ენის წინაშე ემოციური შიში გადალახეს, შემდეგ კი ახლის შესასწავლად საკუთარი გონება გახსნეს.


ასევე დაგაინტერესებთ:

18 შთამაგონებელი იდეა, რომელიც ყველა სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს

image

2020 წლის საუკეთესო აპლიკაციები უცხო ენების შესასწავლად: საქმეში Netflix ერთვება

image

თავზე გაზეთი, ქოლგა და სხვა უჩვეულო მეთოდი, რომელსაც მასწავლებელი გადაწერის თავიდან ასაცილებლად იყენებს

image

ლიტერატურულმა ექსპერტებმა დაასახელეს 100 წიგნი, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს

image

9 ღირებული გაკვეთილი კონფუცისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის

image

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
111