x
image
alex999
Mediator image
Mediator image
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი: "კორონავირუსის შემთხვევა თურქეთში არ დაფიქსირებულა, თუმცა უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს!"

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფარეტინ კოჯას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან ვირუსმა უკვე მიიღო პანდემიის ფორმა.

image



თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ახალ ოფიციალურ განცხადებას მილიონობით ადამიანი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. გთავაზობთ ფარეტინ კოჯას განცხადებიდან მნიშვნელოვან დეტალებს:


" აეროპორტებში დამონტაჟებულია თერმული კამერები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც თურქეთმა გადადგა კორონავირუსის ქვეყანაში შემოღწევამდე."


"თერმული კამერების გამოყენება სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს, თუმცა ვფიქრობ დააგვიანდათ!"


"თურქეთში ამ წუთისთვის კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა რისკი მაღალია!"


"არც იმას ვადასტურებ, რომ ვირუსი არავის აქვს, თუმცა ყველა კლინიკასთან მჭირდო კავშირში ვართ და ინფრომირებულები პირველი ჩვენ ვიქნებით"


" ქვეყნის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო ირანთან მიმოსვლის დროული შეწყვეტა. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვიმყოფებით ამჟამად მწვანე ზონაში."


"იტალიამ და ევროპამ ვირუსი სერიოზულად არ აღიქვეს. როდესაც გემიდან 32 მოქალაქე ქვეყანაში დააბრუნეს და კარანტინის გარეშე გაუშვეს სახლებში... ზუსტად აქედან დაიწყო ქვეყანაში ვირუსის გავრცელება. ამასთან ერთად ევროპამ დააგვაინდა იტალიასთან ფრენების დროებით შეჩერება, რამაც გამოიწვია მთელი ევროკავშირის დაინფიცირება."


"გერმანიიდან და საფრანგეთიდან დაბრუნებულ თითოეული მოქალაქეს კარანტინში ვაჩერებთ 14-21 დღის განმავ"ლობაში. ჩვენ ჯერ ეროვნულობაზე, შემდეგ კი ეკონომიკაზე ვფიქრობთ!"



image






















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



სიყვარული კორონას დღეებში - შეიძლება თუ არა, ურთიერთობა ამ პერიოდში?

image





თურქი ექიმები: არ მოიკლოთ D ვიტამინი, ის დაგიცავთ ყველა სახის ვირუსებისგან

image





ჩინური სამზარეულოს ყველაზე ამაზრზენი საკვები, რომლის ნახვის შემდეგ შიმშილის გრძნობას დაკარგავთ!


image





ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული ავტომობილების კრებული

image





კოსმოსში შავი ხვრელის ყველაზე დიდი აფეთქება მოხდა - ნასას ოფიციალური განცხადება

image




2
524
2-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
524
  
11 მარტი, 14:03
ნამდვილად მასეა კი ეხლა ვნახე ჯანდაცვის მინისტრის განცხადება 1 საატის წინანდელი.
11 მარტი, 13:25
სულ ახალახან გავრცელდა ინფორმაცია პირველი შემთხვევა დადასტურდაო..თუმცა ყოჩაღ თურქეთს
0 1 2