x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ძილის მინისტრი არავინ იცის ვის სად მიუსწრებს". ზესახალისო კოლაჟი ნებისმიერ ადგილზე ჩაძინებულ პატარებზე

image ყველანი ვყოფილვართ ბავშვები და ვფიქრობ ყველას გაგვივლია ის პერიოდი როცა, სადაც მოგვისწრებდა ძილი იქ ვიძინებდით და ამის გამო ან უფროსი და-ძმა ან მშობლები გვეხუმრებოდნენ "ძილისგუდები" ხართო.
ჩემი ბიჭიც ასეთი "ძილისგუდა" იყო 5 წლამდე, არ ჰქონდა მნიშვნელობა სად იყო ან რას აკეთებდა, სადაც მიუსწრებდა "ძილის მინისტრი" იქვე იძინებდა.
ხან თამაშისას, ხან ტკბილეულის ჭამისას, ხან ბებიის ან დიდედას მიერ მისთვის ზღაპრის მოყოლისას, საბავშვო უნიტაზზეც ჩასძინებია და ასეთი შემთხვევები ბევრი იყო მის ბავშვობაში.
ბაბუას ხელშიც ბევრჯერ დასძინებია, მის კისერზე მხედარივით შემომჯდარი ბევრჯერ ჩამოგვიყვანია და საწოლისაკენ წაგვიყვანია ჩაძინებული.
რაღა ბევრი გავაგრძელო, როგორც ჩემი მშობლები ამბობენ მეც ანალოგიურად "მსტუმრობდა თურმე ძილის მინისტრი" და ეტყობა ეს გენეტიკურად გადავიდა ჩემს ბიჭზეც.
ეს შესავლის სახით, ახლა კი გთავაზობთ სხვადასხვა ადგილზე ჩაძინებული პატარების ფოტოკოლაჟს, რომელთა დანახვაზე ძნელია ღიმილი შეიკავოთ.
image როცა სუპერმარკეტში წაყვანილი პატარა პროდუქტის კალათაში იძინებს
image როცა პატარა თამაშის დროს იძინებს და თავს ბალიშის ნაცვლად სათამაშოების თაროზე დებს
image როცა საწოლამდე მისული ბავშვი ძილის "ტყვე" ხდება
image ამ პატარას ისეთ პოზაში ძინავს დიდია შანსი შემდგომში იოგაში ვარჯიშით დაკავდეს
image ისე ეწვია ძილი ჭამის დასრულებაც კი ვერ მოასწრო
image ძალიან მოუხერხებელ მდგომარეობაშიც შესძლებია პატარას ძილი
image ეჰ რა ახლოს იყო საწოლი
image როგორ დაუღლია დავალების შესრულებას
image რა დროს ჭამაა ძილი მოვიდა, ძილი
image როცა პატარას ძილი ეწვევა ბორდიურზეც მშვენივრად იძინებს
image ალბათ ტორტის ჭამა ესიზმრება
image ბევრი რძე მიირთვა ალბათ და შეაწუხა
image თქვენ არ იცით რა სასიამოვნოა როცა ბალიშად რეზინის ჩექმა გიდევს
image 1:0 კიბის სასარგებლოდ
image როცა პატარა ფეხზე მდგარი იძინებს თავის საწოლში, მერე ხომ მაინც ადგომა მოუწევს და...
image მეტად უცნაური პოზაა ძილისათვის, ვფიქრობ დამეთანხმებით
image ეტყობა პურის ნაჭერსაც შეუძლია ბალიშის როლის მორგება
image ოხერი სათამაშოები, როგორ დაღალეს პატარა
image თეთრეულის კალათა საწოლს ჯობია დასაძინებლად ეტყობა
image ძილი გადამდებია
image ყვავილების დასასუნად მივიდა და ჩაეძინა
image შეთახმება პატარასა და ძაღლს შორის, საწოვარა ძაღლს ძაღლი ბალიშად პატარას
image























0
388
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
388