x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ირანის 9 ყველაზე ლამაზი ქალბატონი, რომლებიც გულგრილს ვერავის დატოვებს

image


1934 წელს ირანის 34 - ე შაჰმა რეზა ხანმა ყველა მასობრივი პროტესტი უგულებელყო და ჰიჯაბის მოხსნის შესახებ კანონი ოფიციალურად მიიღო, ხოლო 8 იანვარი "ქალთა თავისუფლების დღედ" გამოცხადდა. ასეთი კანონი ირანელი ქალების გარეგნობაზე შეუძლებელია რომ არ ასახულიყო, თუმცა 1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა - გამჭვირვალე ბლუზებსა და მინი ქვედა - ბოლოებში გამოწყობილი ირანელი ქალების ფოტოები უკვე ფოტოშოპში დამუშავებულს ჰგავდა. 1979 წლის 1 აპრილიდან ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა, ქვეყნის მმართველი კი ისლამური რევოლუციის ლიდერი იათოლა რუჰოლა ხომეინი, შეუზღუდავი ძალაუფლებით გახდა, რომელიც პარიზიდან თეირანში 15 - წლიანი დევნილობის შემდეგ, ტრიუმფალურად დაბრუნდა. ქვეყანა შარიათის ნორმებს და ჩადრს დაუბრუნდა. 1979 წლიდან მოყოლებული ყველა ქალს, მათ შორის ქრისტიანებსაც და ტურისტებსაც ირანის ტერიტორიაზე თავის ზონის ჰიჯაბით დაფარვა დაევალა. მიუხედავად ამისა, ირანელი ქალბატონები შუა აღმოსავლეთში დღემდე, ყველაზე მოწინავედ ითვლებიან და არც ერთ ეროვნულ თავსაბურავს მათი საოცარი სილამაზის დამალვა არ ძალუძს. წარმოგიდგენთ, მსოფლიოში 9 ყველაზე ლამაზ და პოპულარულ ირანელ ქალბატონს, რომელთა სილამაზეც გულრილს ვერავის დატოვებს.




ფარაჰ ფეჰლევი



image

ირანის უკანასკნელი დედოფალი, ეროვნებით აზერბაიჯანელი ფარაჰ ფეჰლევი (ფარაჰ ფეჰლევი - ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ქვრივი. იმპერატორის სამი ცოლიდან იყო ერთადერთი, რომელიც დედოფლად აკურთხეს) ირანის ერთ – ერთ უდიდეს ქალაქში, თავრიზში, ოფიცრის ოჯახში დაიბადა.



კლაუდია ლინქსი



image


ცნობილი ირანელი მსახიობი, მოდელი და თარჯიმანი - კლაუდია ლინქსი განსაკუთრებული შარმითა და სილამაზით გამოირჩევა. გოგონა დღესდღეობით, ლოს - ანჯელესში ცხოვრობს და ქველმოქმედებით აქტიურად არის დაკავებული. კლაუდიას მთელს მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს, რომლებიც გოგონას "სპარსეთის ქალღმერთს" უწოდებენ.




მაჰლაგა ჯაბერი



image


წარმატებული ირანელი მოდელი, მალაგა ჯაბერი ცნობილი თავისი საოცარი გამოხედვით არის, გოგონამ მოდელის კარიერა გვიანი მოზარდობის პერიოდში დაიწყო და დღემდე, მოღვაწეობას აქტიურად აგრძელებს.




შერმინ შაჰრივარი



image


ეს ულამაზესი ირანულ - აზერბაიჯანული წარმოშობის მოდელი და მსახიობი სილამაზის ორი კონკურსის - "მის გერმანია 2004" და "მის ევრობა 2005" - ის გამარჯვებულია.




გოლშიფტე ფარაჰანი




image

ირანული წარმოშობის ფრანგი, მსახიობისა და მომღერლის - გოლშიფტე ფარაჰანის კინოდებიუტი 14 წლის ასაკში შედგა. დამწყები მსახიობისთვის პირველი როლი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ვინაიდან მან გოგონას "თეირანის ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალზე" საუკეთესო მსახიობის ტიტული მოუტანა, მას შემდეგ გოლშიფტემ მონაწილეობა 35 კინოსურათში მიიღო, რომლებმაც სხვადასახვა კინოფესტივალზე მსახიობს არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოუტანა.




საჰარ ბინიაზი



image


კანადის სილამაზის კონკურსების მონაწილე და პროფესიონალი მსახიობი (ირანული ფესვებით)



ნაზანინ ბონიადი


image


კიდევ ერთი უმშვენიერესი, ბრიტანულ - ირანული წარმოშობის, 39 წლის წარმატებული მსახიობი - ნაზანინ ბონიადი მოცემულ მომენტში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს.




აილარ დიანატი ლი


image

სპარსული წარმოშობის ნორვეგიელი მოდელი და მომღერალი აილარ დიანატი ლი დღესდღეობით, მუსიკალური ინდუსტრიის სფეროში წარმატებით მოღვაწეობს, გოგონა შვედი დიჯეის "Basshunter"- ის რამდენიმე ვიდეო რგოლშიც გამოჩნდა, თუმცა ნამდვილი პოპულარობა მას ნორვეგიულ ფილმში - "დიდი ძმა" მონაწილეობამ მოუტანა.






ნაზანინ მანდი



image


ირანული წარმოშობის 33 წლის ამერიკელმა მოცეკვავემ, მომღერალმა და მოდელმა - ნაზანინ მანდიმ პოპულარობა რეალითი შოუში - "Shahs of Sunset" -ში მონაწილეობით მოიპოვა.



0
1991
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1991