x
image
_K_
10 სასმელი, რომელიც დაძინებაში დაგეხმარებათ
imageგაზაფხულის მოსვლასთან ერთად დღეები გრძელდება, დღიური რუტინაც უფრო დატვირთული ხდება და რთულია, სიბრაზემ და შფოთმა არ ჩაგიგდოთ ხელში. ამ პერიოდში ყველა საქმის მოსწრებას ვჩქარობთ, ამიტომ დაძინებაც უფრო გვიჭირს. სხეულის და გონების აღდგენისთვის ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებულია 7-დან 9 საათამდე ძილი. თუმცა, თუ დაძინება გიჭირთ, უნდა იცოდეთ, რომ ძილის მოსაგვრელად ბუნებრივი და საკმაოდ ეფექტური საშუალებები არსებობს. სტატიაში სწორედ 10 ასეთ სასმელს შემოგთავაზებთ.






1. თბილი რძე

თბილი რძის დალევა მყუდრო და უშფოთველი ძილის ერთ-ერთი წინაპირობაა. ის შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც ტვინში სეროტონინის წარმოქმნას უწყობს ხელს, სწორედ ეს უკანასკნელი უჩენს ადამიანს ბედნიერების და კარგად ყოფნის შეგრძნებას. რძე ჰორმონ მელათონინის გამოყოფასაც უწყობს ხელს, რომელიც იმათაც კი ეხმარება ძილში, ვისაც ქრონიკული ინსომნია აწუხებს.

image






2. პიტნის ჩაი

პიტნის ჩაი თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო მუცლის ტკივილს ამცირებს. ის კუნთებს მოდუნების საშუალებას აძლევს და სხეულს ასვენებს. თუ მნიშვნელოვანი გამოცდისთვის ან პრეზენტაციისთვის ემზადებით, რის გამოც ძილი გიჭირთ, ამ შემთხვევაში პიტნის ჩაი არაჩვეულებრივი გამოსავალია.


image






3. ალუბლის წვენი

ალუბლის წვენი, როგორც რძე, ტრიპტოფანს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხეულს ეხმარება მელათონინის გამოყოფაში, ეს კი თავისთავად ძილის ხარისხს აუმჯობესებს. ალუბლის წვენის ინსომნიასთან ბრძოლის შესახებ არაერთი კვლევა ჩატარდა და დამტკიცდა, რომ უძილობის დასამარცხებლად ის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია.

image






4. ქოქოსის რძე

ქოქოსის რძე შეიცავს მაგნიუმს და კალიუმს - ორ მინერალს, რომელიც კუნთების მოდუნებაში და დაძინებაში გეხმარებათ. გარდა ამისა, ქოქოსის რძე ამცირებს სისხლის წნევას და შებერილობას თირკმლებში. უამრავი ბუნებრივი ელექტროლიტის გამო, პროდუქტი სხეულს დასვენებაში ეხმარება.

image






5. ბანანის სმუზი ნუშის რძესთან ერთად

ბანანიც შეიცავს ტრიპტოფანს და დამატებით, კიდევ ორ კუნთების მოსადუნებელ მინერალს - მაგნიუმს და კალიუმს. ხილს დამამშვიდებელი თვისება აქვს, რაც ფიზიკურ სტრესსაც უხსნის ადამიანს. გარდა ამისა, ბანანის შემცველობაში მყოფი რკინა და ნახშირწყლები ორგანიზმს დანაყრების შეგრძნებას აძლევს, რაც ადამიანს დაძინებას ანდომებს.

image






6. მწვანე ჩაი

ანტიოქსიდანტებით სავსე მწვანე ჩაის დალევა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ. თუმცა, როცა საქმე დაძინებას ეხება, უკოფეინო მწვანე ჩაი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. ის შეიცავს თეანინს, რაც დასვენებაში და ფიზიკური სტრესის მოხსნაში გეხმარებათ, ეს კი თავისთავად უშფოთველ ძილს უწყობს ხელს.

image






7. ნუშის რძე

ნუში ყველაფერს შეიცავს, რაც სხეულს დასაძინებლად სჭირდება. მაგნიუმის შემცველობის გამო ის ინსომნიასთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. ძროხის რძის მსგავსად, ნუშის რძეც შეიცავს ტრიპტოფანს, რაც ორგანიზმს მელათონინის გამოყოფაში ეხმარება. ეს ჰორმონი კარგია ძილის გრაფიკის დასარეგულირებლად, სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი, ვისაც ინსომნია აწუხებს, მელათონინით მდიდარ პროდუქტებს იღებს.

image






8. გვირილის ჩაი

გვირილის ჩაის ორგანიზმზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. როგორც წესი, ის რეკომენდებულია მუცლის ტკივილისთვის, რადგან ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. გარდა ამისა, დამტკიცდა, რომ გვირილა ეფექტური საშუალებაა სტრესის სიმპტომების, ინსომნიისა და შფოთის შესამცირებლად.

image






9. კატაბალახას ფესვების ჩაი

კატაბალახას ფესვების ჩაი რეკომენდებულია ბუნებრივი და ღრმა ძილისთვის, ანტიოქსიდანტებისა და ვალერიანის მჟავის გამო. გარდა ამისა, ის ამცირებს ფიზიკურ და მენტალურ სტრესს. მენოპაუზის მქონე ქალებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს სასმელი კარგ ძილს ხელს უწყობს.

image






10. აშვაგანდჰას ჩაი

აშვაგანდჰა ბალახია, რომელსაც ოდითგანვე სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენებდნენ. მცენარე ცნობილია კორტიზოლის შემცირებით, რაც თავისთავად სტრესსა და შფოთს ამცირებს. დამტკიცებულია, რომ აშვაგანდჰა გონების დასვენებას ხელს უწყობს, რაც მშვიდ ძილს განაპირობებს.

imagep.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. მეცნიერებმა დაასახელეს მუსიკები, რომლებიც დაძინებაში დაგეხმარებათ

image


2. ეს 8 საჭმელი სიგარეტზე უარესია - გაითვალისწინეთ!

image


3. რა ემართება სხეულს, როცა ზედმეტს ვჭამთ

image


4. 10 უცნაური რამ, რაც ქალის სხეულში ხდება

image


5. 8 უცნაური ფაქტი მამაკაცის სხეულის შესახებ

image

1
373
შეფასება არ არის
ავტორი:_K_
_K_
373
  
2020, 23 მარტი, 3:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1