x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134372
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ამერიკელ მღვდელს, რომელმაც 500-ზე მეტ ადამიანს ხელი ჩამოართვა, კორონავირუსი დაუდგინდა
image
რამდენიმე ასეულ ადამიანს
მოუწევს თვითკარანტინი მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში, (კოლუმბიის ოლქი) ცნობილი ეკლესიის მოძღვარმა დაადასტურა, რომ, კორონავირუსი შეეყარა.ამის შესახებ იტყობინება Independent-ი


ჯორჯთაუნის ქრისტეს ეკლესიის საეპისკოპოსოს მოძღვარი ტიმოთი კოული საავადმყოფოში რჩება მას შემდეგ, რაც ორშაბათს, იგი გრიპის მაგვარი სიმპტომებით დააწვინეს.


ქალაქის ოფიციალური ხელისუფლება მოუწოდებს მრევლს, რომლებიც ეკლესიას სტუმრობდნენ 24, 28 თებერვალსა და სამ მარტს, თვითიზოლირდნენ 2 კვირის განმავლობაში.

image



ტიმოთი კოულს კორონავირუსზე დადებითი ტესტი დაუდგინდა.

ამერიკელ მღვდელმა ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 500 ადამიანს ჩამოართვა ხელი.


ქრისტეს ეკლესიამ გააუქმა ყველა საქმიანობა, მათ შორის საეკლესიო მსახურების ჩათვლით, აღსანიშნავია, რომ ეკლესია პირველად დაიხურა 1800-იან წლებში მოხდარი ხანძრის შემდეგ.


მღვდელმა მრევლის ელექტრონული წერილით მიმართა: "პირველი, მინდა დაგარწმუნოთ, რომ კარგად ვიქნები. კარგად ზრუნავენ ჩემზე, მშვენიერი გარემოა. რის გამოც კარგ ხასიათზე ვარ . მე კიდევ ალბათ 14 დღის განმავლობაში კარანტინში ვიქნები, ისევ როგორც ჩემი ოჯახის წევრები"

0
243
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0