x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ცვლილებები სასიკეთო იქნება" - რას წერს ასტროლოგი, როდის დასრულდება კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში?
image


ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი, ქო­რა­რულ ას­ტრო­ლო­გი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის სწრაფ და­სას­რულს ვა­რა­უ­დობს. ას­ტრო­ლოგ­მა შე­სა­ბა­მი­სი რუკა ააგო, რომ­ლის დე­ტა­ლებ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნი­ხი­ლავს და ას­ტრო­ლო­გი­ა­ში გა­უთ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც გან­მარ­ტავს:


"რო­დის დას­რულ­დე­ბა კო­რო­ნა ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში?


ამ შე­კი­თხვით უკვე იმ­დენ­მა ადა­მი­ან­მა მომ­მარ­თა, რომ ბოლო-ბოლო ავ­დე­ქი და ქო­რა­რუ­ლი რუკა ავა­გე. და აი, რაო, ვარ­სკვლა­ვებ­მა -


ჯან­მრთე­ლო­ბის და ავად­მყო­ფო­ბე­ბის სახ­ლად ას­ტრო­ლო­გი­ა­ში მე-6 სახ­ლი ით­ვლე­ბა. ჩემს მიერ აგე­ბულ რუ­კა­ში ეს სახ­ლი იწყე­ბა ვერ­ძით, შე­სა­ბა­მი­სად მას მმარ­თავს მარ­სი, რო­მე­ლიც ახლა თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში იმ­ყო­ფე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ძლი­ე­რია. მარ­სი მოხ­ვდა ქო­რა­რუ­ლი რუ­კის მე-2 სახ­ლში, ეს სახ­ლი კი ორ­გა­ნიზ­მის ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რე­სურ­სებ­ზე არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ისიც ნი­შან­დობ­ლი­ვია ალ­ბათ, რომ თხის რქის ნი­შა­ნი გარ­კვე­ულ შე­ზღუდ­ვებ­ზე, აკ­რძალ­ვებ­ზე და იზო­ლა­ცი­ა­ზეც მი­ა­ნიშ­ნებს ხოლ­მე.


მარსს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი აქვს ამ რუ­კის პლა­ნე­ტებ­თან. ანუ პრობ­ლე­მუ­რი არაა.


ყვე­ლა­ზე ზუს­ტი ორ­ბი­სი (არას­რუ­ლი 4 გრა­დუ­სი) აქვს მზეს­თან. მზე თევ­ზე­ბის ნი­შან­ში დგას, ეს კი ნეპ­ტუ­ნის მმარ­თვე­ლო­ბაა. სწო­რედ ნეპ­ტუ­ნი ით­ვლე­ბა ვირუ­სე­ბის გა­მომ­წვე­ვად . თუმ­ცა ას­პექ­ტი გაყ­რა­დია, და მი­ა­ნიშ­ნებს არა მო­მა­ვალ­ზე, არა­მედ წარ­სულ­ზე. ანუ შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ, რომ ეპი­დე­მი­ის 1-ლი შემ­თხვე­ვა 4 თვე­ზე ცოტა ნაკ­ლე­ბი ხნის წინ უნდა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო.


რე­ა­ლუ­რად და­სას­რულს სხვა ფაქ­ტო­რი გვიჩ­ვე­ნებს. კონ­კრე­ტუ­ლად კი - მარ­სის შეყ­რა­დი შე­ერ­თე­ბა იუ­პი­ტერ­თან. შეყ­რა­დი ას­პექ­ტე­ბი აჩ­ვე­ნე­ბენ მო­მა­ვალს. ხოლო, თუ რა­ტომ იუ­პი­ტერ­თან, ახ­ლა­ვე ავ­ხსნი.


საქ­მის და­სას­რულს წარ­მო­ად­გენს მე-12 სახ­ლი, თუმ­ცა ახლა რი­გით მე-12 უნდა მე-6-დან - ავად­მო­ყო­ფო­ბე­ბის სახ­ლი­დან ავი­ღოთ. ასე­თია წარ­მო­ე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის სის­ტე­მა. ვღე­ბუ­ლობთ მე-5 სახ­ლს, რო­მე­ლიც თევ­ზე­ბის ნიშ­ნით იწყე­ბა. ქო­რა­რებ­ში თევ­ზებს მარ­თავს იუ­პი­ტე­რი (და არა ნეპ­ტუ­ნი).


იუ­პი­ტერ­სა და მარსს შო­რის ზუსტ შე­ერ­თე­ბამ­დე 7 გრა­დუ­სია დარ­ჩე­ნი­ლი. ეჭვი მე­პა­რე­ბა რომ 7 დღე­ში ან თუნ­დაც 7 კვი­რა­ში რა­ი­მე დას­რულ­დეს. თუმ­ცა, გნე­ბავთ გუ­მა­ნი და­არ­ქვით ამას, გნე­ბავთ რა­ი­მე სხვა, ასე ვფიქ­რობ, რომ აქ კი­დევ 7 ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ნიშ­ნე­ბა.


ამო­ცა­ნის ამოხ­სნის მე­ო­რე გზაც არის, სა­დაც "ბო­ლოს, " "საქ­მის და­სას­რულს" მე-4 სახ­ლი გან­სა­ზღვრავს ხოლ­მე. თუ აქაც წარ­მო­ე­ბულ სახ­ლე­ბის სის­ტე­მით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ, მე-6 დან მე-4 მე-9 სახ­ლი გა­მოგ­ვდის. ის კი კირჩხი­ბით იწყე­ბა და მის მმარ­თველ მთვა­რეს მარსთან გაყ­რა­დი ას­პექ­ტი აქვს. ანუ აქაც წარ­სულ თე­მა­ზეა სა­უ­ბა­რი. ამი­ტომ ეს ვა­რი­ან­ტი არ გა­მოგ­ვად­გე­ბა.


თუმ­ცა, თუ პირ­და­პირ შევ­ხე­დავთ რუ­კა­ში სად გვაქვს ეს მე-4 სახ­ლი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მისი მმარ­თვე­ლი სა­ტურ­ნია, რო­მე­ლიც მარსთან ახ­ლოს კი დგას, მაგ­რამ მალე ნი­შანს იც­ვლის (22 მარტს) ისე, რომ მათი შე­ერ­თე­ბა თხის რქა­ში აღარ ხერ­ხდე­ბა. ეს იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ იმ დრო­ი­სათ­ვის გა­რე­მო­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს.


ვი­ნა­ი­დან რუ­კა­ში ყვე­ლა­ფე­რი და­დე­ბი­თი ას­პექ­ტე­ბი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი, მე ვვა­რა­უ­დობ, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა . და აქ დას­რულ­დე­ბა "ესე ამ­ბა­ვი, ვი­თარც სიზ­მა­რი ღა­მი­სა"... ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ამ­დე­ნი და­დე­ბი­თი ას­პექ­ტის ფონ­ზე სა­პა­ნი­კო არა­ფე­რი გვაქვს. უბ­რა­ლოდ სიფრ­თხი­ლე და ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა გვმარ­თებს".


image


ასევე ნახეთ:


მარტის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თარიღები და მოვლენები - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით სერიოზული ცვლილებები


ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, კირჩხიბი, მორიელი, თევზები - რა ელით მარტში ცეცხლისა და წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს


მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეხვდება ახალ სიყვარულს და ვის ემუქრება პარტნიორთან დაშორება


როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ


მარტის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული მომდევნო თვე და ვინ მიიღებს ფულის ახალ წყაროს


როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ


28-29 თებერვალი სურპრიზებით სავსე იქნება - რაზე გვაფრთხილებს და რას გვირჩევს ასტროლოგი


რა ელოდებათ მარტში მორიელებს, სასწორებსა და ქალწულებს - ასტროლოგიური პროგნოზი


"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
3613
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
3613
  
2020, 11 მარტი, 3:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1