x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
იეკე მონღოლ ულუს – დიდი მონღოლი ერი–ს წარმოდგენები, რწმენები და ჩვევები
image
– მონღოლთა წარმოდგენით მეომარს მკერდი უნდა ჰქონოდა დაფარული, ზურგს კი მხოლოდ მშიშრები იფარავენ–ო სჯეროდათ;
– წმინდა ნადავლი – ქალაქის იერიშის დროს წამოღებული ყოველგვარი ნადავლი იმ დროს "წმინდად" ითვლებოდა და გამარჯვებულის კუთვნილებას წარმოადგენდა;
– მონღოლებში ქამრის კისერზე ჩამოკიდება მონანიების და შეწყალების თხოვნის ნიშანი იყო ცის მიმართ;
– მონღოლებმა კოცნა არ იცოდნენ, ლოყებს ულოკავდნენ ერთმანეთს;
– მონღოლი მხედრის სიკვდილისწინა სიმღერა – მონღოლებსა და ჩინელებს ასეთი ძველი ადათი ჰქონდათ: სიკვდილმისჯილი თავის მამაცურ საქმეებს უმღეროდა;
– ძველი მონღოლური ადათის მიხედვით, ბათო ხანი მოპოვებული გამარჯვების დასტურად ყარაყორუმში გზავნიდა თავის საშინელ საჩუქარს – ბრძოლაში დაღუპულ მოწინააღმდეგეთა ათასობით მარჯვენა ყურს;
– მონღოლები ლაშქრობის დროს გზაში აუცილებლად მღეროდნენ. ეს ტრადიცია დღესაც არსებობს თანამედროვე სტეპის მომთაბარე ხალხში;
– მონღოლურ ხასიათს მიესადაგება – ისინი არასოდეს ბრუნდებიან უკან იმავე გზით, რომლითაც მოვიდნენ;
– მონღოლურ საზოგადოებაში ნათესაობა ყველაზე ღირებული ფასეულობაა;
– სუნს სტეპის მცხოვრებთა კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. როცა ერთმანეთს შეხვდებიან ან ემშვიდობებიან გადახვევის ნაცვლად ლოყაზე ყნოსავენ. მათ რწმენაში სუნი მისი სულის ნაწილია;
– მონღოლურ კულტურაში სიკვდილი და სისხლის თემა ტაბუდადებულია;
– მონღოლებში ანდობა (ანდა) ძმობის შეფიცვას ნიშნავს და უფრო დიდი მნიშვნელობაც აქვს.
image
"იეკე მონღოლ ულუს" მონღოლთა დიადი იმპერიის დროს ამ სახელით მოიხსენიებოდნენ მონღოლები. მონღოლური საიდუმლო ისტორიის თანახმად მონღოლები წარმოიშვნენ ციმბირიდან, ციმბირული კულტურიდან. თათართა და თურქულ ტომებს შორის მოქცეულ მონღოლებს უცხოელები ხშირად ურევდნენ მეზობლებში და მათ ხან "ცისფერ თურქებს" და ხან "შავ თათრებს" ეძახდნენ. მათი ენაც როგორც ყველა ალთაური ენა ჰგავდა კორეულს და იაპონურსაც კი. მონღოლები კი განასხვავებენ თავს თათართა და თურქთა ტომებისგან, მათ თავიანთ წინაპრებად ჰუნები მიაჩნიათ, რადგან "ჰუნ" მონღოლურად ადამიანს ნიშნავს ისინი თავიანთ დიდ წინაპარს "ჰუნ ნუს" ანუ მზის ხალხს უწოდებს. მათი ახლო ნათესავები კი როგორც ზემოთ ავღნიშნეთ აღმოსავლეთით თათრები და კიდანები, სამხრეთ აღმოსავლეთით მანჯურები, დასავლეთით კი ცენტრალურ აზიაში მცხოვრები თურქული ტომებია.
გარდა მათი უმთავრესი რელიგიისა - მონღოლური შამანიზმისა, მონღოლთა შორის ქრისტიანებიც მოიძებნებიან, კერძოდ კერაიდები (კერაიდი უან ყაენი ქრისტიანი იყო, იგივე ტოგოროლი) და ნაიმანები, რომლებიც აღმოსავლეთიდან მოსულმა ასირიელებმა გააქრისტიანეს, ისინი მათ თომა მოციქულის მიმდევრებს უწოდებდნენ, ჯვარი კი სამყაროს ოთხი მხარის წმინდა სიმბოლოდ მიაჩნდათ, ქრისტიანთა ღმერთს მონღოლები "იესუდ" სახელით მოიხსენიებდნენ, რაც მათ ენაზე საკრალურ რიცხვ "ცხრას" აღნიშნავდა, ასევე ჟღერს ჩინგიზ ყაენის მამის, იესუგეის სახელიც. თუმცა მონღოლთა გაქრისტიანების საკითხი მაინც ნესტორიანელ მისიონერებს მიეწერებათ. უგუდეი ყაენს ქრისტიანი ცოლი ჰყავდა და მათი შთამომავლობაც ნაწილობრივ აღიარებდა ქრისტიანობას, უგუდეის საყვარელი შვილისშვილი შირუმენიც ცნობდა ქრისტიანობას. დღესაც სტამბოლში დგას მონღოლთა წმინდა მარიამის აღმოსავლურ ქრისტიანობის მუხლიოტისა.
image
როგორც ქრისტიანობის მიმართ ასევე სხვა რელიგიების მიმართაც ჰუმანურნი იყვნენ მონღოლები. როდესაც მონღოლეთის თავიქალაქს – ყარაყორუმს ევროპელები ესტუმრნენ გაოცებულნი იყვნენ მონღოლთა რელიგიური თავისუფლებით. ეკლესიები, მეჩეთები და აღმოსავლური ტაძრები ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგა.
image
25 წლის განმავლობაში მონღოლებმა იმაზე მეტი ტერიტორია დაიპყრეს, ვიდრე რომაელებმა ოთხი საუკუნის განმავლობაში. დიდების ზენიტში ყოფნისას მათი იმპერია კორეიდან უნგრეთამდე და ციმბირიდან ინდოეთამდე იყო გადაჭიმული.
1242–1293 წლებში მონღოლეთის იმპერიამ დიდების მაქსიმუმს მიაღწია.
1
228
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
228
  
10 მარტი, 9:18
ზურმუხტ,კონსტანტინე გამსახურდიასავით,ქართულ ენაში ახალ ტერმინს აკვიდრებ--დედაქალაქის ნაცვლად თავიქალაქი.ერი დაგიფასებს ღვაწლს.
0 1 1