x
ქალთა მზარდი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მთელს მსოფლიოს მოედო

კადრები მექსიკიდან, სადაც ფემინისტები აჯანყდნენ სექსუალური ძალადობისა და ქვეყანაში მიმდინარე ფემიციდური კრიზისის წინააღმდეგ.


მსოფლიოში ბოლო ხანს გახშირებული ფემიციდის და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა არ ცხრება. გამოსვლები მოეწყო საფრანგეთში, იტალიაში, ევროპის სხვა ქვეყნებში. ვნებათაღელვა არ ცხრება, ამ საპროტესტო ტალღამ ლათინურ ამერიკამდეც მიაღწია.


როგორც ირკვევა, დღეში საშუალოდ 10 ქალი ხდება მკვლელობის მხვერპლი მექსიკაში. აქტივისტები ხელისუფლებას ზომების მიღებისაკენ მოუწოდებენ. სწორედ ამის გამო დღეს მილიონობით მექსიკელი ქალი გაიფიცა. გაფიცვის მიზანი სექსუალური ძალადობის, მზარდი ფემიციდის და სექსიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლაა.


"ფემიციდის შოკისმომგვრელმა სტატისტიკამ გამოიწვია ქალთა უფლებების დამცველთა ჯგუფების აღშფოთებული რეაქცია მექსიკაში", წერს BBC ნიუსი. ძალადობის გამო აღშფოთება არის ქვეყანაში ქალთა ერთდღიანი გაფიცვის მთავარი მიზეზი.


მექსიკელი ფემინისტები ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საპროტესტო აქციების კასკადს შეუერთდნენ.

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0