x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
6 ყველაზე პოპულარული შეკითხვა კორონავირუსთან დაკავშირებით, რომელიც CNN-ს მთელი მსოფლიოდან დაუსვეს
კორონავირუსი


კორონავირუსი, რომელიც მსოფლიოში სულ უფრო მეტ ადამიანს აავადებს, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ არ არსებობდა, მაგრამ უკანასკნელი ცნობებით მან უკვე დააინფიცირა 111 828 პირი, საიდანაც 3893 გარდაიცვალა.


შეკითხვები, რომლებზე პასუხებსაც ამ სტატიაში იხილავთ, „სი ენ ენმა” საკუთარ ვებგვერდზე მოაგროვა. ეს არის ყველაზე გავრცელებული 6 შეკითხვა, რომელიც ტელეკომპანიას მისმა მაყურებლებმა ვებგვერდის მეშვეობით გასულ კვირას დაუსვეს:


1. რატომ უტარებენ კორონავირუსზე გამოკვლევას იმ ადამიანებს, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებათ?



კორონავირუსის მქონე ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კორონავირუსის ქონა სრულიად უსიმპტომოა. ზოგიერთ შემთხვევაში კი სიმპტომები არ ვლინდება დაინფიცირებიდან 14 დღის განმავლობაში.


ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია კორონავირუსით დაინფიცირება ვინმესგან, ვისაც სიმპტომები არ აღენიშნება. ასევე შესაძლებელია, რომ გქონდეთ კორონავირუსი, ავადმყოფობა ვერ იგრძნოთ და შემთხვევით სხვების დაინფიცირება გამოიწვიოთ.


ასე რომ, ვისაც აქვს ახლო კონტაქტი პირთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს, უნდა მიმართოს ჯანდაცვის პროვაიდერს გამოკვლევის ჩატარების მოთხოვნით. ასეთია აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის რეკომენდაცია.


ვინც ცოტა ხნის წინ მოგზაურობდა მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, მანაც იგივე უნდა გააკეთოს.


2. როგორ შეიძლება გადაგვედოს კორონავირუსი სიმპტომების არარსებობის პირობებში? თუ არ აქვს ხველება ან ცემინება, როგორ შეუძლია კორონავირუსის მატარებელ პირს, სხვები დააინფიციროს?


კორონავირუსით დაავადებულ და ასიმპტომურ ადამიანებს ადვილად შეუძლიათ ავადმყოფობის გავრცელება. დახველება და დაცემინება აუცილებელი არ არის.


ექიმები ხაზს უსვამენ ასევე იმასაც, რომ კორონავირუსით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა არ გახლავთ სახის ნიღბების ტარება, რადგან ეს ნიღბები ხშირად უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე სიკეთის.


ამის ნაცვლად, ადამიანებმა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ხშირად უნდა დაიბანონ ხელები საპნით და წყლით და შეწყვიტონ სხვების სახეებზე შეხება (რაც უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს).


3. შეიძლება თუ არა კორონავირუსმა სხეულში შეხებით შეაღწიოს?


”შესაძლებელია, რომ ადამიანმა COVID-19 მიიღოს რაიმე იმ ზედაპირზე ან ობიექტზე ხელით შეხების შედეგად, სადაც იმყოფება ვირუსი. ასეთ დროს ვირუსი გადადის პირის ღრუსთან, ცხვირთან, ან შესაძლოა თვალებთან შეხების შედეგად, მაგრამ არ არის მიჩნეული, რომ ეს არის მთავარი გზა, რითაც ვირუსი ვრცელდება”, – ნათქვამია ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


უფრო ხშირად ადამიანები კორონავირუსს იღებენ რესპირატორული წვეთების მეშვეობით, რომლებიც წარმოიქმნება, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს ან აცემინებს.


”ამ წვეთებს შეუძლიათ ახლოს მყოფი ადამიანის პირის ღრუში ან ცხვირში შეღწევა”, – ამბობს ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნული ცენტრი.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გირჩევთ, რომ მინიმუმ 1 მეტრის დაშორებით იმყოფებოდეთ იმ ადამიანებისგან, ვინც შეიძლება იყოს კორონავირუსის მატარებელი.


4. თუ Covid-19-ის მქონე პაციენტს ფილტვების ანთება დაემართა, რა ანტიბიოტიკებია ეფექტური?


კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალება არაა ანტიბიოტიკები, რადგან Covid-19 არის ვირუსული და არა ბაქტერიული ინფექცია.


”თუმცა, თუკი კორონავირუსის გამო საავადმყოფოში მოხვდით, შეგიძლიათ, მიიღოთ ანტიბიოტიკები, რადგან შეიძლება ფილტვების ანთებამ პარალელურად ბაქტერიული ბუნებაც შეიძინოს”, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.


კორონავირუსის სამკურნალო საშუალება ამ ეტაპზე არ არის ცნობილი. მკვლევარები სწავლობენ, შეძლებს თუ არა ანტივირუსული მედიკამენტი რემდესივირი კორონავირუსის დამარცხებას, მაგრამ ამ პრეპარატის ტესტირება სულ ახლახანს დაიწყო.


ამჟამად კორონავირუსის მქონე პაციენტები იღებენ, ასე ვთქვათ, "დამხმარე" მკურნალობას, "რაც გულისხმობს სითხეების მიცემას, მედიკამენტებს ცხელების შესამცირებლად და, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ჟანგბადის პროცედურებსაც", – აცხადებენ ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში.


მეცნიერები მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე. მაგრამ კლინიკური კვლევების დაწყებამდე მინიმუმ თვეები მაინც რჩება და წელიწადზე მეტი კიდევ მანამდე, ვიდრე ვაქცინის შეძენა შესაძლებელი გახდებოდეს.


5. კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს შეუძლია გადარჩეს და გამოჯანმრთელდეს?


რასაკვირველია. კორონავირუსით დაავადებული ადამიანების უმეტესი ნაწილი გადარჩა.


ამერიკის ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის შეფასებით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი "დაახლოებით 2%-ია".


მაგრამ სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებელი შეიძლება ბევრად უფრო დაბალიც კი იყოს, რადგან კორონავირუსისგან გადარჩენილი ზოგიერთი ადამიანი არ ყოფილა გამოკვლეული.


კორონავირუსი


6. კორონავირუსისგან გამოჯანსაღების შემდეგ, აქვს გამოჯანმრთელებულ პაციენტს ვირუსის მიმართ იმუნიტეტი?


ჯერ ძალიან ადრეა საიმისოდ, რათა ეს დანამდვილებით ვიცოდეთ. “თუ გამოჯანმრთელდებით, გექნებათ იმუნიტეტი? და თუ იმუნიტეტი გაგიჩნდათ, რამდენ ხანს დაგიცავთ ის?” – ეს ის კითხვებია, რაც ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერებს ამჟამად ყველაზე მეტად აღელვებს.

0
310
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0