x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რა კითხვები აქვს დედოფლისწყაროში გარდაცვლილი 16 წლის ბაიკერის ოჯახს
image


გასული წლის 19 ნოემბერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი 16 წლის ზური მარტყოფლიშვილის ოჯახის წევრები მომხდართან დაკავშირებით საჯარო განცხადებებს რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად აკეთებენ.


დედოფლისწყაროს ტელევიზიის ექსკლუზიური ინფორმაციით, მომხდარის შესახებ სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნის პასუხები, რომელშიც ისეთი ფაქტებია მოცემული, რაც თვითმხილველების ვერსიას თავდაყირა აყენებს. არადა თანმხლები პირები ჩვენებებში იმეორებენ, რომ მოპედის მძღოლი თავად ამობრუნდა.


ცნობილია, რომ 19 ნოემბერს, სოფელ გამარჯვებაში, გვიან ღამით ახალგაზრდების ჯგუფი კულტურის სახლის ყოფილ შენობაში სვამდა. თავშეყრის ადგილიდან წამოსვლის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში მოხდა შეჯაცება, რის შედეგადაც მოპედზე მჯდომი ადგილობრივი, 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა. პირველივე დღეს გაიჟღერა ვერსიამ, რომ გარდაცვლილი შემთხვევის ადგილზე უგონოდ დიდხანს ეგდო, ის შემთხვევითმა გამვლელმა შეამჩნია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახა. ამავეს ამტკიცებს გარდაცვლილის ოჯახიც. ისინი ირწმუნებიან, რომ თანმხლებ პირებს 112-ში დროულად რომ დაერეკათ, შესაძლოა, მოზარდის გადარჩენა მოეხერხებინათ. ოჯახს გარდაცვლილის მეგობრებისა და თანამოსუფრეების გულწრფელობის არ სჯერა და მიიჩნევს, რომ ისინი გამოძიებასთან გულწრფელები არ არიან. მათთვის გაუგებარია, რატომ დაკარგეს დრო და რის დაფარვას ცდილობდნენ ისინი.


.

გია მარტყოფლიშვილი (მამა): „მე ვთქვი, რომ მიატოვეს და გაიქცნენ... სანამ მანქანა არ გადამალეს და არ მოილაპარაკეს რა ეთქვათ, ახლოს არ მივიდნენ. ეს გაქცევა არ არის? მანქანის გადამალვაში ის ძმაც ეხმარებოდა. მარტო ზური იწვა ცალკე მიტოვებული. 5 ივემ როგორ თქვეს თავისით ამობრუნდაო. ყველა იქ იყო. ყველაფერი რომ მოასუფთავეს და მიალაგეს იმის შემდეგ“.

.

ანა ბაკაშვილი (დედა): „გუშინ პირველად დავინახე ის არაკაცები 3 თვის და18 დღის მანძილზე. მართლაც რა უსამართლოა ეს ცხოვრება, გარეთ სათვალეებით რომ დაფარონ თავისი თვალები, კრიალოსნით ხელში დადიან. არადა როგორ ეცოდებოდა ისინი. „დე, სიგარეტის ფული არა აქვს და მე მივეციო“. შური! კი შური, აბა რა არის. მათ არ ჰქონიათ ოჯახი, მათ არ ჰქონდათ ახალი წელი, შობა აღდგომა დაბადების დღე რომელი ერთი ჩამოვთვალო. აი ეს შურდათ, მაგან გააბოროტათ ეს ბავშვები, რომ ხედავდნენ ზურის ყავდა დედა და მამაც, ძმა რომელიც კაპიკს არ იტოვებდა, ძმამ მთხოვაო და რაც მთავარია ჰქონდა კეთილი გული იცოდა სიყვარული ნათესავის თუ მეგობრის. ამაში ბავშვები კი არა მშობლები ტყუიან, თავისები ვერ გაზარდეს, სკოლაში სხვის შვილებს გაზრიან? მათი მშობლები თავს იტყუებენ მათი წყევლით არ გაჩენილა და აც მოკვდებიანო. არც ჩემი შვილი გაჩენილა მათი ლოცვით და რატომ გააკეთეს ასე?.. მათ დიდხანს იცოცხლონ რომ ისეთივე ტკივილი გამოიარონ როგორიც ჩვენ გამოგვატარეს“.

.

საინტერესო დეტალებზე სოციალურ ქსელში წერს მათი ოჯახის კიდევ ერთი წევრი:

.

„15 წუთში მოვალ მამიო და........

სადღაც 45 წუთში მამის ბღავილი, „დავიღუპეთ ანაო“.....

ღმერთმა დალოცოს ის უცნობი, ვინც მიადგა გზაზე მარტოდმარტო მიტოვებულ ზურიკელას და ვინც პირველმა დარეკა სასწრაფოში..... არადა, ვითომ უკან "ძმა კაცი" ეჯდა მოტოციკლზე.....

დამჯახებელი თავისი ამქაშებით იქვე, ტარიელ პოპიაშვილის სახლის წინ, გამწვანებაში მიმალულ მანქანასთან იდგა (მამასთან ერთად)... და იქიდან უყურებდნენ, რა მოხდებოდა....... (მოწმე მეზობელია, რომელმაც საკუთარი თვალით დაინახა ყველა ერთად რომ ბჭობდა)....

ელოდნენ.... ელოდნენ…(ნეტა რას?)...

არადა, სანამ ეს უცნობი მიადგებოდა ზურას, უკვე აკრეფილი იყო მანქანის ჩამსხვრეული შუშის ყველა ნამსხვრევი.... მხოლოდ სარკეს მიაგნო სადღაც პოლიციამ....

მძღოლი და ოთხივე ბიჭი საავადმყოფოშიც გაჰყვა სასწრაფოს... და როცა დაისვა კითხვა, რა მოხდა..... მათი პასუხი იყო ზუკის ავარია მოუხდაო......

რომ არა ექსპერტიზა.... იქნებოდა ისტორია, ზურიკელას მოტო მოუცურდა და დაიღუპაო....

ბიჭები ერთად სვავდნენ (არსებობს მესიჯი).... არადა ნასვამობა მარტო ზურის დაუმტკიცდა... დანარჩენები 24-საათის შემდეგ გამოცხადდნენ ჭკვიანები.....

მეორე დღეს ვიგებთ - ვინ იყო მძღოლი.... მანქანაში ვინ იჯდა....

მესამე დღეს ვიგებთ, რომ მანქანიდან არავინაც არ ჩამოსულა და ოთხივე ბიჭი თვითმხილველია....

......მე თვითონ მითხრეს: - მანქანა სწრაფად მიდიოდა, მუხრუჭი არ ჰქონდა, ნასვამები ვიყავით, რულზე ხელი ავუკარიო… მამამისი ამოვიდა, მოასუფთავა ყველაფერი და ასე გვითხრა, ასე და ასე თქვით, ზურისთვის ასე აჯობებსო...

ჩვენებაში კი არაფერია ნახსენები...

ველაპარაკეთ ადამიანს, რომელმაც თავისი ყურით მოისმინა, როგორ უნდოდა დანაშაულის თავისთავზე აღება მძღოლის მამას და როგორ გადააფიქრებინა ადვოკატმა.... (თვითმხილველები მოზარდები არიან და ერთი პირი ვერ ექნებათო)...

ა რ ს ე ბ ო ბ ე ნ დამნახავები, რომლებმაც ვერ დაინახეს......

გამგონეეები, რომლებმაც ვერ გაიგონეს......

დაშინებულები.... დაკნინებულები..

ჰო, კიდევ - ზუკის მამა არსებობს, რომელსაც არასდროს დაავიწყდება შვილის შემოფეთებული თვალები, მიშველე მამიო....

არსებობს დედა, რომელიც საავადმყოფოში მხოლოდ იმიტომ გაჩუმდა, ზურიკელას ესმის შენი ტირილიო......

არსებობს ძმა, რომელსაც ნახევარი გვერდი ჩამოაჭრეს.....

არსებობს ჯონი, რომელიც ღრიალით ეხვეწებოდა კატასტროფას, იყოს თუნდაც 1 პროცენტიანი შანსი, მისი სიცოცხლე გადამირჩინეთო...

არსებობს ზურის ნიკუშა, რომელიც დღემდე უძერწავს მოტოციკლებს და საყვედურობს, რატომ მიმატოვეო....

არსებობს ლიკუნია, დასერილ სახეს რომ უკოცნიდა გაყინულ ზურაბის და ვერაფრით გაათბო....

არსებობს ეკუშა, გაყინულიც რომ ვეღარ ჩაიკრა გულში და ტელეფონიდან იხვეწებოდა დამანახეთო..

და არსებობენ ზურის მეგობრები, ბავშვობაგამუქებულები....... ღმერთმა ამრავლოს ისინი...

ბევრჯერ დააფარეს ხელი....

ბევრჯერ დაიბრმავეს თვალები..... ბევრჯერ დაიყრუეს ყურები...

.... ი ქ ნ ე ბ გ ა ი ღ ვ ი ძ ო თ.....

და ბოლოს.....

მძღოლი მართვის მოწმობის გარეშე, მანქანა მუხრუჭების გარეშე, მკვლელობა და მიტოვება....

უნდა დაისაჯოს დასასჯელი ჩემო სოფელო....

თორემ ღმერთმა ნუ ქნას ......

ამას ვაბრალებდით..... ქუდი არ ეხურაო.... იქნებ გადარჩებოდაოოო......

სულ ტყუილად ზუკიიი... თურმე ისეთი ძალით დაგჯახებიან, არცერთი ორგანო მთელი აღარ გქონია - იყო ექსპერტიზის პასუხი და გული ისე დამძიმდა, ისე..... შენი მოსიყვარულე გული სისხლით ავსებულა, ფილტვებიც. თირკმელები გაგლეჯილი... ღვიძლი, ელენთა... თავი ჩატეხილი, თითები, ფეხი... (ჩვენებაში კი 50 სიჩქარით მიდიოდნენ თურმე ბიჭები.... ვითომ ბიჭები)......

აქაური სამართალის რა მოგახსენო და შენი სამართლიანობის იმედი მაქვს ღმერთო..., “ - წერს გარდაცვლილის მამიდა ლილი მარტყოფლიშვილი.

.

ამავე თემაზე: შსს-მ დაადგინა მძღოლი, რომელმაც სავარაუდოდ დედოფლისწყაროში 16 წლის ბიჭი იმსხვერპლა

1
1225
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1225
  
2020, 11 მარტი, 3:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1