x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134504
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
რა კავშირშია სამოსის ფერი და ადამიანის ხასიათი? ( ნაწილი 1)

image

წიგნის "Color Your Style: How to Wear Your True Colors" ავტორი David Zyla ამბობს, რომ :"მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კარადები სხვადასხვა ფერისა და ტონის ტანსაცმელებით არის სავსე, ყოველთვის არის ფერი, რომელსაც უფრო მეტი უპირატესობას ანიჭებთ, იმიტომ რომ მასში კომფორტული და თავდაჯერებული ხარ. ეს არის ფერი, რომელიც ასახავს თქვენს ხასიათს."

შავი

ფსიქოლოგიის კვლევის მიხედვით, შავი ფერი აღიქმება, როგორც პრესტიჟის, ძალაუფლების, სერიოზულობისა და ინტელიგენტობის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ბევრ ევროპულ უნივერსიტეტში, მანტია შავი ფერისაა.

ადამიანები, რომლებიც ამჯობინებენ შავი ტანსაცმლის ჩაცმულობას, ამბიციური, მიზანმიმართული, მაგრამ ასევე მგრძნობიარენი არიან. როგორც წესი, ისინი ემოციურებიც არიან და ადვილად გამოდიან მდგომარეობიდან, თუმცა ისინი ხშირად ცდილობენ ამის დამალვას.

თეთრი

თეთრი არის თავისუფლების, სისუფთავის, უდანაშაულობის და უბრალოების სიმბოლო. ამიტომ ბევრი ადამიანი გადაწყვეტს შეიძინოს რაღაც თეთრი, როდესაც ისინი იწყებენ რაიმე ახალს მათ ცხოვრებაში.

თეთრი ფერი იზიდავს საიმედო ადამიანებს, ვისაც უყვარს თავისუფლება და ვინც ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებს. ეს ხალხი ძალიან მოწესრიგებული და ორგანიზებულია ყველაფერში, რასაც აკეთებენ, მათ მოსწონთ ახლის დაწყება და სრულყოფილებისკენ სწრაფვა.

წითელი

წითელი არის ვნების და ძალაუფლების ფერი. თქვენ უნდა მიანიჭოთ უპირატესობა ამ ფერს, თუ აპირებთ ვინმეს დარწმუნებას ან შთაბეჭდილების მოხდენას.

წითელის ნებისმიერი ტონალობა ამახვილებს ყურადღებას იმ პირზე, ვინც მას ატარებს. წითელი ასოცირდება ენერგიის, მოძრაობის და აღტკინების ფერად. როჩესტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცებს უფრო მეტად იზიდავენ ქალებს, რომლებიც ატარებენ წითელს.

0
118
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0