x
image
მაია 24
ვისზე იმოქმედებს განსაკუთრებულად 2020-ის პირველი სუპერ მთვარე, რომლის პიკიც დღესაა  - "ჯანმრთელობის თემა ყველაზე საყურადღებო იქნება"
image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი დღევანდელი სავსემთვარეობის ზოგად მიმოხილვას გვთავაზობს. ასტროლოგის თქმით, ჯანმრთელობის თემა ყველაზე უფრო გამოკვეთილი იქნება და ყურადღება მისაქცევი.


"მარტის 9 რიცხვი - გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობის დღეა. ამავდროულად, ეს არის 2020-ის პირველი სუპერ მთვარე. ანუ ეს ის მომენტია, როდესაც მთვარე დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს იმყოფება. შესაბამისად, მისი ზეგავლენაც მაქსიმალურია ხოლმე ასეთ დროს.


მთვარის დისკი ცაზე სრული მშვენებით გამოჩნდება და თუ ღრუბლები არ იქნა, ძლიერადაც იკაშკაშებს. სავსემთვარეობის პიკი ამ საღამოს 21:47 ზე უწევს.



თავად მთვარე ქალწულის ნიშნის 19°37'ზე იქნება და ოპოზიციას გაუწევს მზისა და ნეპტუნის შეერთებას თევზებში. მარტის სავსემთვარეობას ამჯერად მხოლოდ ჰარმონიული ასპექტები აქვს და თანაც ისეთი რთული ხასიათების პლანეტებთან - როგორიცაა მარსი, სატურნი და პლუტონი. თუმცა, აქვე იმყოფება ბედნიერების პლანეტად წოდებული იუპიტერიც და მასაც პოზიტიური ასპექტები აქვს სავსემთვარეობის ღერძთან. სწორედ ამ დადებითი ასპექტების წყალობით, მომდევნო ორკვირიანი პერიოდი მთვარის ახალ ფაზამდე შეიძლება საერთო ჯამში კეთილისმყოფელ პერიოდად ჩაითვალოს. დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, დადგება ისეთი საკითხები, როგორიცაა ყოველდღიური მოვალეობების, გადაუდებელი საქმეების შესრულება, საჭირო გახდება გარკვეული საბუთების, დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანა. ამავდროულად, შესაძლოა გამოაშკარავდეს წვრილმანი თაღლითობები, თვალის ახვევის მცდელობები, რომლებიც თქვენს მიმართ უახლოეს წარსულში გამოუყენებიათ.


რაც შეეხება ჯანმრთელობას, ეს თემა ყველაზე უფრო გამოკვეთილი იქნება და ყურადღება მისაქცევი.


შესაძლოა, მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ 8-10 მარტის პერიოდში გაუმწვავდეთ მდგომარეობა, ამიტომ ამ დღეებში არაფრით არ ღირს ორგანიზმის გადატვირთვა.


დაცულობისა და უსაფრთხოების აღქმა ახლა გაიგივებული იქნება წესრიგთან, ჰიგიენასთან და სისუფთავესთან. ეცადეთ, გაუმკლავდეთ ზედმეტ ემოციებს, იყოთ უფრო მეტად ორგანიზებული. შეეცადეთ. ყველაფერი მაინც თავის გზით წავა და არაა საჭირო იმაზე ნარვიულობა რაც არ ვიცით, რაც ბუნდოვანია. ყველაფერს შეხედეთ რეალისტურად, პრაგმატულად, და მთელი პასუხისმგებლობის გრძნობით მოეკიდეთ ნაკისრ ვალდებულებებს.


სავსემთვარეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ქალწულებისა და თევზების ზოდიაქოების წარმომადგენლებისთვის იქნება. საყურადღებოა ისიც, რომ სუპერმთვარის დროს ზეგავლენა უკვე 2-3 დღით ადრე იგრძნობა ხოლმე, და ამდენივე ხანს შლეიფად მისდევს სავსემთვარეობას.


მოკლედ, იყავით ზომიერად ფრთხილნი, მაგრამ აქტიურები. ასპექტები მხოლოდ პოზიტიურია, ამიტომაც ყველაფერი იქნება მშვენივრად".



ასევე ნახეთ:


მარტის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თარიღები და მოვლენები - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით სერიოზული ცვლილებები


ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, კირჩხიბი, მორიელი, თევზები - რა ელით მარტში ცეცხლისა და წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს


მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეხვდება ახალ სიყვარულს და ვის ემუქრება პარტნიორთან დაშორება


როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ


მარტის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული მომდევნო თვე და ვინ მიიღებს ფულის ახალ წყაროს


როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ


28-29 თებერვალი სურპრიზებით სავსე იქნება - რაზე გვაფრთხილებს და რას გვირჩევს ასტროლოგი


რა ელოდებათ მარტში მორიელებს, სასწორებსა და ქალწულებს - ასტროლოგიური პროგნოზი


"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
1110
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0