x
image
კატაპულტი
მექსიკაში ქალები კაცებს აუჯანყდნენ
image
მექსიკაში ყოველ 2, 5 საათში ერთ ქალს კლავენ. ეს ყოველდღიურად მინიმუმ 10 ქალის სიცოცხლის მოსპობას ნიშნავს, რამაც წინა წლის ოფიციალური მონაცემებით 3788 შეადგინა, არაოფიციალური ცნობებით კი მოკლული ქალების რაოდენობა 2019 წელს 3825 იყო. მათი უმრავლესობა იმსხვერპლა მათმა შეყვარებულებმა, ქმრებმა, მეგობრებმა. დანაშაულისათვის კი ფაქტიურად არავინ ისჯება. მექსიკის ადამიანის უფლებათა დამცველის ინფორმაციით, 10 მკვლელობიდან მხოლოდ ერთი მიეცემა პასუხისმგებლობაში.

ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, მექსიკელმა ქალებმა გადაწყვიტეს, 8 მარტის ტრადიციული დემონსტრაციის შემდეგ, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ და 9 მარტი “უძრაობის" დღედ გამოაცხადეს, რაც გულისხმობს, რომ არცერთი ქალი არ უნდა გამოცხადდეს სამსახურში, სკოლაში, უნივერსიტეტებში, ასევე არ უნდა გააკეთონ დიასახლისის საქმეები. სუსტი სქესის წარმომადგენლები ცდილობენ, დაანახონ მამაკაცებს მათი ძალა და მნიშვნელობა. “ ჩვენ მობილიზაცია გავაკეთეთ იმისათვის, რომ ქალები არ იქნენ მივიწყებულნი, ისინი სხვადასხვა ხელისუფლების დროს ქრებიან და მათ კლავენ" – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ქალთა მკვლელობებს მექსიკაში დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 90-იან წლებში ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვართან ასობით ქალი გაიტაცეს, ხოლო მოგვიანებით ისინი უდაბნოში მოკლულები იპოვეს. მას შემდეგ ქალთა მოძრაობა აქტიურად ითხოვს სუსტი სქესის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტას, თუმცა მათ არავინ უსმენს.

“ქალთა აჯანყება" საბოლოო ბიძგი მისცა ბოლო პერიოდის ორმა გახმაურებულმა შემთხვევამ:


პირველი იყო ამა წლის 11 თებერვალს მომხდარი შემთხვევა, რომლის დროსაც 7 წლის გოგონა, ფატიმა კეკილია სკოლისკენ მიმავალი გზიდან გაქრა, რამდენიმე დღის შემდეგ კი სასტიკად ნაწამები და გაუპატიურების ნიშნებით იპოვეს ნაგვის ურნებს შორის.ფატიმა კეკილიაimage

ხოლო მეორე შემთხვევა, ცოტა უფრო ადრე მოხდა და ინგრიდ ესკამილია საკუთარ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს საშინლად დასახიჩრებული, მისი რამდენიმე ორგანო ოთახებში იყო მიმოფანტული.იგრიდ ესკამილიაimage

აღსანიშნავია, რომ 9 მარტის ქალთა საყოველთაო აქციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ოლგა სანჩეს კორდეროც შეუერთდა.


ასევე საინტერესოა:

მექსიკაში მომხდარმა ამბავმა მსოფლიო შოკში ჩააგდო

რა სურთ სინამდვილეში მამაკაცებს ქალებისაგან?! ( 10 რჩევა ქალებს)

0
161
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0