x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არქეები

არქეები


დედამიწაზე სიცოცხლე, გამრავლებადი მოლეკულების სახით პირველად გაჩნდა დაახლოებით 4.1 მილიარდი წლის წინ, ხოლო პირველად მათგან პროკარიოტები (ბაქტერიები და არქეები) ჩამოყალიბდა დაახლოებით 3.8 მილიარდი წლის წინ. არქეების (Archaea) უძველესი ნარჩენები რაც დღემდე აღმოვაჩინეთ, დათარიღებულია 3.5 მილიარდი წლით. არქეები ადრინდელი დაყოფით შედიოდნენ ბაქტერიების იმპერიაში ანუ დომენში, მაგრამ ბოლო დროის გენეტიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ისინი ბაქტერიებისგან განსხვავებული ცოცხალი ორგანიზმები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიებივით პროკარიოტები არიან ანუ არ გააჩნიათ ბორთვი და ორგანელები. ასე რომ ცოცხალი სამყარო იყოფა 3 დომენად ანუ იმპერიად, ესენია: ბაქტერიები, არქეები და ეუკარიოტები. ამ სამიდან ორი იმპერია (ბაქტერიები და არქეები) ერთიანდება ერთ ჯგუფში ესაა პროკარიოტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოცხალი სამყარო იყოფა ორ დიდ და უმთავრეს ჯგუფად ესაა პროკარიოტები და ეუკარიოტები.


არქეები


მთელი ცოცხალი სამყაროს ბიომასა ანუ ბიოლოგიური წონა დღევანდელ დედამიწაზე არის დაახლოებით 550-560 მილიარდი ტონა. აქედან პროკარიოტების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ დაახლოებით უტოლდება მცენარეული სამყაროსა და ცხოველების ერთიან წონას. თავდაპირველად არქეებს, ამ ერთუჯრედიან არსებებს მიიჩნევდნენ ექსტემოფილებად, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი პრაქტიკულად მთელ დედამიწას არიან მოდებულნი და ცხოვრობენ ნიადაგში, ოკეანეში, ჭაობში, ადამიანის და სხვა ცხოველების ნაწლავებში და ა.შ. არქეები განსაკუთრებით ბევრია ოკეანეში. შესაძლოა პლანქტონური არქეები წარმოადგენენ ამჟამად მცხოვრებ ორგანიზმთა ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს.


არქეები მრავლდებიან უსქესოდ, ბირთვის გაყოფით, დაკვირტვით ან დანაწევრებით. ბაქტერიებისგან განსხვავებით არცერთი სახეობა არქეებისა არ წარმოქმნიან თავის შიგნით ენდოსპორებს. მათ შეუძლიათ "ჭამონ" და აითვისონ რკინა, გოგირდი, ნახშირორჟანგი, წყალბადი, ამიაკი, ურანი, მომწამვლელი ნივთიერებები და გარდაქმნან მეტალები ორგანულ ნივთიერებებად.


არქეების იმპერია (დომენი) ადრე იყოფოდა სამ სამეფოდ, ესენია:

1) კრენარქეები (Crenarchaeota)

2) ნანოარქეები (Nanoarchaeota)

3) ეურიარქეები (Euryarchaeota)


ახალი დაყოფით კი არქეების იმპერია იყოფა ხუთ სამეფოდ, ესენია:

1) პიროდიქტები (Pyrodicticum)

2) თერმოპროტეები (Thermoproteus)

3) მეთანოკოკები (Methanococcus)

4) მეთანოსარკინები (Methanosarcina)

5) ჰალოფილები (Halophiles)


არქეები



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
163
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
163