x
image
კატაპულტი
რა ღირს ჩვენი ჯანმრთელობა? – 4 000 ევრო ნებაყოფლობით კორონავირუსით დაავადებისთვის

image
კორონავირუსი მსოფლიოში კვლავ აქტუალურია. მოსახლეობა რამდენიმე ქვეყანაში სერიოზულ პანიკაშია. მათი ნაწილი სახლებიდანაც კი აღარ გამოდის, დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები, გადაიდო რამდენიმე სერიოზული და საერთაშორისო დონის ღონისძიება, იტალიაში საფეხბურთო მატჩები გულშემატკივრების გარეშე ტარდება, ასი ათასობით ადამიანი კარანტინშია და ა.შ. ამ პერიოდში კი მეცნიერები თავდაუზოგავად მუშაობენ ვაქცინის შესაქმნელად. გავრცელდა ინფორმაციები, რომ ვაქცინა უკვე არსებობს, თუმცა მათი გამოცდა ჯერ არ დასრულებულა.

საოცნებო ვაქცინის შექმნის ექსპერიმენტისათვის ერთ-ერთი ინგლისური ლაბორატორია მოქალაქეებს სთავაზობს ნებაყოფლობით ჩაერთონ პროექტში, რისთვისაც ისინი 3 500 ფუნტ სტერლინგს ( დაახლოებით 4 000 ევროს) მიიღებენ. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული Dayli Star- ი აქვეყნებს. მისივე ცნობით, ლონდონში არსებული ლაბორატორიის მიზანია, მსურველებზე ექსპერიმენტების შედეგად, შექმნას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამისათვის საჭიროა 24 ადამიანისაგან შემდგარი ორი ჯგუფი, რომლებიც ნებაყოფლობით დაავადდებიან კორონავირუსის ყველაზე გავრცელებული, ნაკლებად საშიში ტიპებით. დაინფიცირების შემდეგ, მათ მოათავსებენ 2-კვირიან კარანტინში, სადაც მათ დააკვირდებიან და გამოიკვლევენ.

ცნობისთვის, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისათვის დაწესებულია ჯილდო 1, 9 მილიარდი ევროს ოდენობით.

კორონავირუსთან დაკავშირებით:

-

მედიკოსებმა კორონავირუსის დასტაბილურების სავარაუდო თარიღი დაასახელეს

-

ახალი მითითებები კორონავირუსთან დაკავშირებით

-

გვიმალავენ თუ არა კორონავირუსით დაავადებულთა რეალურ რიცხვს?!

-

რამდენად სახიფათოა ჩინეთიდან მომავალი კორონავირუსი საქართველოსთვის და რა სიმპტომებით ხასიათდება ის?!

-

კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკა კრიზისშია

ასეთ პირბადეებს ტყუილად ხმარობთ კორონავირუსისგან თავდასაცავად - ამის ცოდნა აუცილებელია!

-

თუ კორონავირუსით დაავადება არ გსურთ, ამ ჩვევებისა და “ტრადიციების" დავიწყება მოგიწევთ

-

ქვეყნები ერთმანეთს კორონავირუსის გამო დაუპირისპირდნენ

-

ახალი აპლიკაცია, რომელიც ადგენს, იყავით თუ არა კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტში (წაკითხვის დრო 1წთ.)

-

რა მოხდება, თუ კორონავირუსი აფრიკის კონტინენტზე გავრცელდება?! – საგანგაშო მოლოდინები

0
228
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0