x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ჰიჩკოკური რეალური მოცემულობა იტალიაში, ანუ რა ხდება იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით
image



"ფანტასტიკური ჟანრი ყოველთვის შორს იყო ჩემგან, არსდროს მინახია ბოლომდე ამ ჟანრის ფილმები და დიდად არც ლიტერატურა მაინტერესებდა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ამ ჟანრის ერთ ერთი "გმირი"გავხდებოდი.



დღეს იტალიამ აბსოლუტურად სხვა რეალობაში გაიღვიძა.. დაცარიელებული ქუჩები, დახურული მუზეუმები, თეატრები, გალერიები, .. დახურული სპორტდარბაზები, აუზები. ბარები და რესტორნები...გადაიდო ყველა სახელმწიფო დონის ღონისძიება.. ქორწინების, დაკრძალვის და ნათლობის ცერემონიები...



შიშის მომგვრელია იტალია ხმაურის და მოძრაობის გარეშე, ზოგიერთ რეგიონში მხოლოდ დრონები დაფრინავენ სიტუაციის დასაფიქსირებლად.




იძულებითი“ ჩასახლება" მოგვესაჯა, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.

დეკრეტი რომელიც გუშინ გამოსცა მთავრობამ, დღეიდან ძალაში შედის 3 აპრილამდე გრძელდება.



იტალიის 11რეგიონი დაკეტილია. შეწყვეტილი და აკრძალულია შესვლა, გამოსვლა... ეპიდემიის ზონად გამოცხადდა ლომბარდია, ბერგამო, პადოვა, ტრევიზო, ემილია, მარკე, პიემონტე.. უმძიმესი სიტუაციაა ვენეციაში... მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების და კვების ობიექტების პერსონალს, ჟურნალისტებს, ეკრძალებათ ერთ მეტრზე ნაკლები დისტანციით მიახლოება ადამიანებთან. აუცილებელია ყველა ინდივიდს ჰქონდეს თავისი ჭიქა და წყლის ბოთლი)( კანონის დარღვევისთვის 3თვიანი ციხე და 206 ევრო ჯარიმა გველოდება..



ამის მიუხედავად, ინფიცირებლების რიცხვი წამიერად იზრდება და უკვე 6 ათას მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 600, გარდაცვლილია 300მდე ადამიანი.. წითელ ზონად გამოცხადებულ რეგიონებში არ ყოფნით მედპერსონალი, ხელოვნური სუნთქვის აპარატურა და ჰიგიენური ხელსაწყოები.. ყველაზე მეტად ანესთეზიოლოგებს უჭირთ პაცინტებთან მუშაობა.



დაავადებულთა რიცხვშია რამდენიმე ქალაქის და პროვინციის მერი, გუბერნატორი, ექიმები, მოსამართლეები და მთავრობის წევრები.. ემპოლის მერი ბრენდა ბარნინი და ფლორენციის მერი ნარდელა კარანტინში იმყოფებიან.დაავადებამ ვატიკანში შეაღწია და პაპა ფრანჩესკო ვატიკანის ბიბლიოთეკაში გადასახლდა...



წუხელ ღამე, გარდაიცვალა ახალგაზრდა ვენეციელი ექიმი კიარა ვილფონი, ქალი რომელიც მთელი ამ დღეების განმავლობაში ბოლო წუთამდე იბრძოდა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად((



მთავრობამ დამატებით კიდევ 7 მილიარდი ევრო გამოყო შიდა ეკონომიკის დასახმარებლად...ახალი საავადმყოფოების გადასაკეთებლად, აღსაჭურვად და მედიკამენტების შემოსატანად ქვეყანაში.. გუშინ ასევე, ბრიუსელში გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის მთავრობის ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ევროპული ქვეყნები ერთმანეთს დეფიციტური სამედიცინო აღჭურვილობით და მოთხოვნადი მედიკამენტებით დაეხმარებიან..



ძალაში რჩება ჰიგიენური წესების დაცვა(ხელების დაბანა) დისტანციური მუშაობა და დისტანციური ურთიერთობები.


ეხლა რაც შეხება ემიგრაციას, ლეგალებს თუ არალეგალებს.. კანონი და სამართალი, მომსახურება და მკურნალობა ორივე მოცემულობისთვის იტალიის ტერიტორიაზე ერთია.. განსხვავება მხოლოდ იმაშია რომ არალეგალებს უფრო მეტი დახმარება და მომსახურება ეძლევათ უფასოდ.



ადგილობრივ პოლიკნინიკებში(აზლი) გახსნილია, სპეციალური ექსპედირების სერვისები STP, სადაც არალეგალებს უფასო ექიმებით და უფასო წამლებით ემსახურებიან...არალეგალებისთვის უფასოა ასევე სასწრაფო დახმარების მომსახურება და გადაუდებელი ოპერაციები..ასევე, თუ ვინმე არალეგალს ან ლეგალს სამშობლოში დაბრუნება სურს, საქართველოს საელჩო იტალიაში 24 საათის განმავლობაში მუშაობს, ჩართულია“ ცხელი ხაზი" და ვინც ვერ უძლებს შექმნილ სიტუაციებს და მოცემულ რეალობას შეუძლია სამშობლოში დაბრუნება ჩარტერული რეისით.



სოციალურ ქსელში არსებობს შესანიშნავი ჯგუფი“ ემიგრანტები იტალიაში_La mia Georgia" რომლის უძლიერესი ადმინები მაიკო გიგაური, მანანა ხიზანიშვილი და ბატონი გია კვარაცხელია კოორდინაციას უწევენ ყველა შეკითხვასა თუ პრობლემას, რისთვისაც უღრმესი მადლობა მათ.
ასე რომ“ სპეკულაცია"ამ თემასთან დაკავშირებით ნულის ტოლია..



ეს არის დღევანდელი“ ჰიჩკოკური"რეალური მოცემულობა და ვერსად გავექცევით მას.



ყველაფრის მიუხედავად, სიცოცხლე გრძელდება ჩემო ძვირფასებო..
ნაკლები ბოღმა, ნაკლები შური, ნაკლები ტყუილი და ცილისწამება, ნაკლები სექტანტობა...


მეტი სიყვარული, მეტი პატიება, მეტი რწმენა, მეტი ღმერთი ჩვენს გულებში და ყველაფერი კარგად იქნება.


პ:ს:ექსტრემალურ სიტუაციებში რეჟიმები უფრო დისციპლინარულად მართავენ მასებს, ვიდრე დემოკრატია.


ხო მართლა, მე ჯანმრთელად ვარ და სანერვიულო არავის, არაფერი აქვს" - წერს იტალიაში მყოფი ემიგრანტი მანანა ჯინჭარაძე.



1
686
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
686
  
2020, 9 მარტი, 3:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1