x
გრძნობათა ღელვა-სიყვარული

გრძნობა რომელიც ადამიანს ცვლის, გრძნობა რომელიც ყველას გულშია, გრძნობა რომელიც დიდსა თუ პატარას ერთხელ მაინც გამოუცდია თავის სიცოცხლის მანძილზე.გრძნობა რომელიც ადვილად არ ჩნდება და არ იკარგება, მუდამ თან დაგყვება დაბადებიდან სიკვდილამდე და გარდაცვალების შემდეგ, რომელიც უსასრულო და უკვდავია.ადამიანს ბედნიერს ხდის, გრძნობათა ღელვას განაცდევინებს ზოგჯერ გატირებს, გულს გატკნეს ზოგჯერაც კი ამ სამყაროში ყველაზე ბედნიერ ადამიანად გაგრძნობინებს თავს ეს სიყვარულია.სიყვარული, რომელიც ყველაფერია, უმაგისოდ ცარიელი ხარ მთელი სულით.თითქოს სიცარიელეს გივსებს, გაფერადებს, გავსებს უთვალავი ენერგიით, ამაყს გხდის, უფრო ძლიერი ხდები საკუთარი თავის რწმენას გიბრუნებს და გჯერავს ყველა პატარა დეტალის.ყველა ბედნიერი წვრილმანის, რომ სამყაროში ამაზე უკეთესი საჩუქარი არ არსებობს.სწორედაც, რომ ადამიანი იმიტომ იბადება ამ ქვეყნად, რომ ისწავლოს სიყვარული, გრძნობების კონტროლი.ისწავლოს სიყვარულით ცხოვრება და სხვა ადამიანებთან გრძნობების გამოხატვა რასაც სითბო და სიხარული ჰქვია.დედამიწაზე რამდენი ადამიანიც არის იმდენი სიყვარულია და რამდენი გრძნობაც არის იმდენი ადამიანია.რამდენი სინამდვილეც არის იმდენი წრფელი გრძნობაა.ადამიანი გრძნობების გარეშე წარმოგიდგენიათ? ის, ხომ ერთი უინტერესო, შავ-თეთრი კედლის პატარა წერტილი იქნებოდა რომელზეც არავის არაფერი ეცოდინებოდა.იქნებოდა მარტოსული, სულიერი არსებების გარეშე დს ექნებოდა შავ-თეთრი ჩრდილით მოცული ცხოვრება ერთი და იმავე ადგილას.იმ პატარა წერტილში სადაც მხლოდ ერთი ნაბიჯის გადადგა შეუძლია, წინ ერთი ნაბიჯი და უკან ერთი ნაბიჯი.ცხოვრდბაც ხომ ასეა? მიდიხარ ერთი ნაბიჯით წინ, ან ბრუნდები ერთი ნაბიჯით უკან.ხოლო ვინც ორ ნაბიჯს დგამს ის გამბედავია, ორი ნაბიჯი წინ ორიც კი უკან და რამე განსხვავებაა? ასეთებს სურთ მალე დაიპყრონ სამყარო, წინ მალე წავიდნენ, უფრო ძლიერნი იყვნენ. ხოლო როცა უკან იხევენ ორი ნაბიჯით ეს მათთვის დიდი დარტყმაა, ცხოვრებისეული მტკივნეული გაკვეთილია, რომ მხოლოდ სიამაყის გამო ამხელა რისკზე არ უნდა წახვიდე როცა საკუთარი თავის იმედიც კი არ გაქვს.სწორედაც, რომ ეს სიამაყე დააგდებს მიწაზე ადამიანს და შემდეგ წაქცეულის ფეხზე დადგომა რთულია.შესაძლოა შეეცადო და ადგე სწრაფად მაგრამ ისევ ისეთი ძლიერი ვერ იქნები, რაღაც დაგიზიანდება, გეტკინება.ხოლო, ის ადამინი რომელიც ერთი ნაბიჯით მიდის წინ და შემდეგ ძირს ეცემა ასეთი მარტივად დგება და უფრო ძლიერდება, თითქოს ზე ენერგიის მქონე არსებაა და ეს ენერგია აქამდე სადღაც იმალებოდა.ესეც განსხვავება, ორ კატეგორიას შორის, რომ ერთი ნაბიჯითაც მიაღწევ იმას რაც გსურს.სიყვარულიც ასეა, მოფრთხილება და მოვლა პატრონობა უნდა, შენ თუ არ გაეცი შენი გულიდან სითბო და თუ არ იზრუნე ეს სიყვარული შენთან დიდხანს ვერ გაჩერდება, წავა სადღაც შენგან შორს ბოლოს იტყვი და ინანებ ასე არ უნდა მექნა, რა შეცდომა დავუშვიო.სიყვარული ადამიანს აძლიერებს, ყველა დაბრკოლებას თუ პრობლემას აგვარებინებს.ცხოვრებას ასწავლის, არსებობას ასწავლის, სუნთქვის და სიცოცხლის მასწავლებელია.ცხოვრებაში ყველას გვჭირდება მასწავლებეი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გვასწავლოს სიყვარულიც ერთ-ერთმათგანია რომელიც საკუთარი თავის ფლობას, მართვას გვასწავლის.საკუთარ თავზე ზრუნვას, სხვების მიმართ თბილ დამოკიდებულებას და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას ცხოვრებაში.სიყვარული ყველგან არის, ყველას გულში მთავარია, რომ გჯეროდეს.image

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0