x
image
კატაპულტი
ფრთხილად! – კრიმინალები კორონავირუსს დანაშაულებრივად იყენებენ
image
კორონავირუსმა მსოფლიო პანიკაში ჩააგდო. ამ დრომდე მატულობს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა. მოსახლეობამ, უარესის მოლოდინით, სავაჭრო ობიექტები სურსათისაგან, პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებებისაგან დააცარიელა. ამით გარკვეულმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა ისარგებლეს და ცდილობენ ეპიდემიის გავრცელების წყალობით, უსირცხვილოდ იშოვონ ფული. მათ ინტერნეტში FAKE-მაღაზიები შექმნეს, რომლებიც მოქალაქეებს პირბადეებს სთავაზობენ. ერთი შეხედვით, აქ მართლსაწინააღმდეგო არაფერია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ შეკვეთის შედეგად ხალხი საკმაოდ დიდი ოდენობის თანხას იხდის და მოთხოვნილ პროდუქტს ვერ იღებს.

მომხმარებლების ნდობის მოსაპოვებლად, დამნაშავეები იყენებენ ცნობილი ფარმაცევტული კომპანიების სახელებსა და მისამართებს. ყალბი ვებ-გვერდის შექმნის გარდა, ისინი მოქალაქეებს პროდუქტს EMAIL-შეტყობინებებითაც სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებული შეთავაზებები სხვადასვხვა ენებზეა გაკეთებული, მათ შორის გერმანულ, იტალიურ და ესპანურ ენებზე.

შემთხვევა რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა და სამართალდამცავები მოქალაქეებს მოუწოდებენ, კარგად დაფიქრდნენ და გადაამოწმონ მსგავსი ვებ-გვერდები და შეთავაზებები, საეჭვო შემთხვევების შესახებ კი შესაბამისი ორგანოები ჩააყენონ საქმის ყურში.

საქართველოში ასეთი შემთხვევა ჯერ არ გახმაურებულა, თუმცა ჩვენს მოქალაქეებსაც მართებთ ყურადღება.



ასევე საინტერესოა:

ყველაზე უცნაური კანონები

0
309
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0