x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით" - ნახეთ, რისთვის მოუხადა ბოდიში ნიკა გვარამიამ ამირან გამყრელიძეს

image


ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს თავისი, გუშინდელი "დაუფიქრებელი" სტატუსის გამო ბოდიშს უხდის. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ამირან გამყრელიძის ვაჟს, ნიკოლოზ გამყრელიძეს, კორონავირუსი დაუდგინდა, რომელიც მას იტალიიდან დაბრუნებული თანამშრომლისგან გადაედო, ნიკა გვარამიამ ამირან გამყრელიძე უუნარობაში დაადანაშაულა, რომელსაც მისივე თქმით, ვირუსისგან არა თუ ქვეყნის, არამედ შვილის დაცვაც კი არ შეუძლია: "არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით. ნიკას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ კორონა ვირუსის უსწრაფესად დამარცხებას და არასდროს იმგვარ პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, როცა საერთო საფრთხის წინაშე ისე გაგვიჭირდება გაერთიანება, როგორც დღეს. სიყვარული გვაერთიანებს"- დაწერა ნიკა გვარამიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის უფროსი ვაჟი გიგი გამყრელიძე 1995 წელს, 20 წლის ასაკში, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.



0
263
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
263