x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: ვულკანმა ოკეანის ეს ნაწილი”შამპანიურად” აქცია
image

ფილიპინებზე სოდა-სპრინგსის სანაპიროზე გაზის ამოფრქვევის მიზეზი არის ვულკანური მოქმედება. საინტერესოა, რომ ამ ფენომენისაგან არც თუ ისე შორს არის ულამაზესი სამეფო რიფი, რომელიც ადასტურებს, რომ ბევრ საზღვაო ეკოსისტემას შეუძლია ადაპტირება საკმაოდ რთულ საცხოვრებელ პირობებთან.



სოდა-სპრინგსის სანაპიროზე 60 მეტრ სიღრმეზე ჩასვლისას, ბუშტუკების უამრავი ნაწილი მოულოდნელად იწყებს ქვემოდან ამოსვლას, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ცქრიალა ღვინის გიგანტურ ბოთლში ხართ.



ტეხასის უნივერსიტეტის გეოფიზიკოს ბაიანი კარდენასის თქმით, ასეთ აგრესიულ გარემოში ცხოვრება შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს იმისგან რაც დღემდე მკვლევარებს აქვთ დეტალურად შესწავლილი.



ამასთან, სოდა-სპრინგსის ზონა, სადაც ვულკანის გამო ოკეანეური ბუშტუკებია, რთულია გამოკვლევა. ღრმა ზღვის აპარატებს უფრო მეტი სიღრმე სჭირდებათ და მყვინთავები ვერ ჩადიან საჭირო დონეზე.




შესაძლოა, სოდა-სპრინგსში ვულკანური გაზები კლდის ნაპრალებიდან გამოდის ათასწლეულებია. ქსპერტების აზრით, CO2- ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კონცენტრაციის ადგილია პლანეტაზე. იქ CO2 ორასჯერ მეტია, ვიდრე ატმოსფეროში.




0
192
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0