x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103440
  • ვიდეო:347729
  • სურათი:467718
უკვე ცნობილია, რატომ არის მამაკაცის სიცოცხლე ქალის სიცოცხლეზე ხანმოკლე

ახალი სამხ. უელსის უნივერსიტეტის (The University of New South Wales, UNSW, ავსტრალია) მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მამაკაცები ქალებზე ადრე, ცხოვრების წესის გამო კი არა, Y-ქრომოსომის განსაკუთრებულობის გამო იღუპებიან. კვლევის შედეგები კი, პრეს–რელიზში (Why men (and other male animals) die younger: It's all in the Y chromosome), Phys.org-ზე გამოაქვეყნეს.


image


მეცნიერებმა იმ ჰიპოთეზის ტესტირება მოახდინეს, რომლის მიხედვით Y-ქრომოსომას, ჰეტეროგამეტური სქესის (XY) ანუ მამაკაცის ორგანიზმის სრულყოფილად დაცვა არ შეუძლია. მდედრობითი სქესის (XX) ორგანიზმში ორი X-ქრომოსომია, ანუ სასქესო გენის ორი ასლია. ამიტომ, თუ ერთ ქრომოსომში დეფექტური დნმ-ი აღმოჩნდება, მისი კომპენსირება მეორე ქრომოსომის ნორმალური დნმ-ით ხდება. ამიტომ, ქალის ორგანიზმი, გენეტიკური დეფექტების გავლენისგან, უფრო დაცულია.

მეცნიერებმა, კვლევის ფარგლებში, მხოლოდ პრიმატების კი არა, სხვა სახეობის ძუძუმწოვრების, ფრინველების, ქვეწარმავლების, ამფიბიების, თევზების და მწერების სიცოცხლის ხანგრძლივობის ანალიზი მოახდინეს და აღმოჩნდა, რომ ჰეტეროგამეტური (XY) სქესის წარმომადგენლების სიცოცხლე, ფაუნის ყველა კლასში, საშუალოდ, 17, 6 % უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ჰომოგამეტური (XX) სქესის წარმომადგენლების სიცოცხლის ხანგრძლივობა.


image


მეცნიერებმა, კვლევის დროს, ერთი ანომალიაც აღმოაჩინეს, რომლის ახსნას ჯერ-ჯეროვით არ შეუძლიათ. კერძოდ, გაირკვა, რომ ძუძუმწოვრებში, მდედრების სიცოცხლე, მამრების სიცოცხლეზე 21% ხანგრძლივია. ხოლო, ფრინველებში და მწერებში, იგივე მაჩვენებელი, მხოლოდ 7 %-ის ტოლია.

imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage1. პირამიდების შექმნის საიდუმლო ამოხსნილია – არქეოლოგებმა მშენებლობის მექანიზმი აღმოაჩინეს
2. კორონავირუსი ორგანიზმში სიმპტომების გაქრობის შემდეგაც რჩება – ჩინელი მეცნიერები კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებენ
3. დათვმა მეტყევეს დახმარებისთვის მიმართა

4. კარე–კასკადი – წლევანდელი წლის ყველაზე პოპულარული ტრენდი და ვარიანტები

5. «ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ»: 35 წარმოუდგენლად ლამაზი კადრი ადამიანების და ცხოველების ცხოვრებიდან

6. რეალურად არსებული გარემოს 15 უცნაური და საში ფოტო

2
381
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
381
  
პრობლემის ასახსნელად, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ადამიანთა ცხოვრების წესი, გენეტიკური თავისებურებები თუ სხვა, მაგრამ უმთავრესი მისი ფსიქიკური მდგრადობის საკითხი უნდა იყოს. ამის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ https://www.facebook.com/GiviMerabishviliCenter/
19 მარტი, 2:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2