x
image
კატაპულტი
Mediator image
ფეხბურთის ვარსკვლავი რონალდინიო პარაგვაის ციხეშია მოთავსებული
image
ბევრისათვის საყვარელი ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო პარაგვაის ციხეშია მოთავსებული, მას ბრალად საბუთების გაყალბება და ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შესვლა ედება.

39 წლის ფეხბურთის ვარსკვლავი პარაგვაიში ძმასთან ერთად დააკავეს. თავდაპირველად, საქმის პროკურორმა ბრალი არ წაუყენა მათ, თუმცა გენერალურმა პროკურორმა აღნიშნული არ გაიზიარა და შედეგად, მოსამართლე კლარა რუის დიასმა 6-საათიანი პროცესის შემდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა და რონალდინიოსა და მის ძმას წინასწარი პატიმრობა შეეფერდათ. ძმებს ქვეყნის დატოვება სურდათ, თუმცა პარაგვაის სასამართლომ ისინი საპატიმროში გაუშვა. მათი ადვოკატის განცხადებით, “ეს ირაციონალური და უსამართლო გადაწყვეტილება იყო" და საქმე უნდა გადაიხედოს. დაცვის მხარის თქმით, “ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი მოატყუეს და მას და მის ძმას ყალბი პასპორტები გადასცეს, შესაბამისად, ისინი კეთილსინდისიერი მოქალაქეები არიან.

საპატიმროში რონალდინიოს მნახველებიც ესტუმრნენ და თეთრეული და საკვები მიუტანეს.

გარდა ზემოთხსენებული გრალდებისა, არსებობს ეჭვი, რომ პარაგვაის გენერალური პროკურატურა აპირებს რონალდინიოს ფულის გათეთრების ბრალდებაც წაუყენოს. ჯერჯერობით, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და დამტკიცების შემთხვევაში ფეხბურთის ვარსკვლავს დიდი ხნით მოუწევს პარაგვაის ციხეში ყოფნა.


ცნობისთვის, რონალდინიო პარაგვაიში თავისი ახალი წიგნის პოპულარიზაციისთვის იყო ჩასული. ის ასევე აპირებდა ბავშვებისათვის სპეციალური პროგრამის ჩატარებას, რომელიც მიზნად ახალი თაობის სპორტით დაკავებას ისახავდა. ყოფილი ფეხბურთელი ასევე აპირებდა კაზინოს გახსნას.

ასევე საინტერესოა:

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში – 1930 წლის უნიკალური ფოტოები და ისტორია


ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) იაპონიაში ძეგლი დაუდგეს


0
171
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0