x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბაქტერიები
ბაქტერიები


დედამიწაზე ბაქტერიები პირველად გაჩნდნენ 3.8 მილიარდი წლის წინ. ბაქტერია ბერძნულად ჩხირს ნიშნავს - ესენია 0, 1-დან 10 მიკრონამდე სიგრძის სფეროსებრი, ჩხირისებრი ან სპირალისმაგვარი პროკარიოტული, ერთუჯრედიანი ორგანიზმები. დღეისთვის აღწერილია ბაქტერიის ათი ათასამდე სახეობა. სავარაუდოდ მათი სახეობების რაოდენობა სინამდვიილეში მილიონს აჭარბებს. ბაქტერიები დედამიწაზე ყველგან არსებობს - მიწაში, მჟავე ცხელ წყაროებში, რადიოაქტიურ ნარჩენებში, ზღვის წყალში და დედამიწის წიაღში, ჩვეულებრივ, ნიადაგის ყოველი გრამი 40 მილიონამდე ბაქტერიას შეიცავს, მტკნარი წყლის თითოეული მილილიტრი - მილიონ ბაქტერიას. მსოფლიოში, უმცირესი გათვლებით 5 ნონილიონი ბაქტერიაა. სწორედ ბაქტერიებზე მოდის უდიდესი წილი დედამიწური სიცოცხლის 4.1-მილიარდწლიან პერიოდში გადაშენებული სახეობებისა, რომელთა რაოდენობაც 100 მილიარდს აჭარბებს. ისინი არიან დედამიწის აქამდე წარმოუდგენელ სიღრმეებში, უდიდესი რაოდენობით.


ბაქტერიები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პლანეტაზე ნივთიერებათა ცვლაში. ატმოსფერული ჰაერის აზოტის ფიქსაცია მაგალითად, მთლიანად ბაქტერიებზეა დამოკიდებული. მრეწველობაში ბაქტერიები გამოიყენება ისეთ პროცესებში, როგორიცაა საკანალიზაციო წყლების გაწმენდა, ყველის და სხვა რძის პროდუქტების წარმოება, ბაქტერიების რაოდენობა თითოეული ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 30 ტრილიონია. განსაკუთრებით ბევრია ბაქტერია კანზე და კუჭ-ნაწლავში. ამ ბაქტერიების უდიდესი უმრავლესობა ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხოა. ზოგიერთი მათგანი იმუნური სისტემისთვის აუცილებელია და სასარგებლო. თუმცა არსებობს პათოგენური ბაქტერიებიც, რომლებიც იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ქოლერა, სიფილისი, კეთრი, შავი ჭირი, ციმბირული წყლული. ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს რესპირატორული ბაქტერიული დაავადებები. მარტო ტუბერკულოზით ყოველწლიურად საშუალოდ იღუპება 2 მილიონი ადამიანი. ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები, თუმცა მათი ფართო გამოყენების შედეგად ისინი ანტიბიოტიკებისადმი მდგრადები ხდებიან, იცვლიან გენეტიკურ სტრუქტურას, ეგუებიან თავიანთ მკვლელს და მათთან საბრძოლველად მუდმივად ახალი სახის ანტიბიოტიკების შექმნა ხდება საჭირო. ბაქტერიების ბუნებრივი ანტაგონისტი, მოწინააღმდეგეა ბაქტერიული ვირუსები ანუ ბაქტერიოფაგები. ტრადიციულად, ყველა პროკარიოტს ბაქტერიებს უწოდებდნენ, თუმცა 90-იან წლებში გაირკვა, რომ პროკარიოტული ორგანიზმები საერთო წინაპრიდან განვითარებული ორი დამოუკიდებელი ჯგუფისგან შედგება. ამ ჯგუფებიდან ერთს შერჩა დასახელება ბაქტერიები, ხოლო მეორეს კი არქეები ეწოდა.


ბაქტერიების იმპერია (დომენი) შედგება შემდეგი სამეფოებისგან:



1) გრამ-დადებითები (Gram-positives)

2) ქლამიდიები (Chlamidiae)

3) მწვანე არა-გოგირდოვანი ბაქტერიები (Green non-sulfur bacteria)

4) აქტინობაქტერიები (Actinobacteria)

5) პლანქტომიცეტები (Planctomicetes)

6) სპიროქეტები (Spirochetes)

7) ფუსობაქტერიები (Fusobacteria)

8) ციანობაქტერიები, იგივე ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები (Cyanobacteria - blue-green algae)

9) თერმოფილები (Thermophilic)

10) გოგირდ-გარდამქმნელები (Sulfate-reducers)

11) აციდობაქტერიები (Acidobacteria)

12) პროტეობაქტერიები (Proteobacteria)




კრებულები:


1) ქართველური ტომები

2) ქართული სახელმწიფოები

3) კავკასიური კულტურები

4) საქართველო

5) საქართველო (ნაწილი მეორე)

6) რელიგია

7) პარანორმალი

8) სხვადასხვა

9) მეცნიერება

10) მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11) ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
554
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
554