x
image
Yoona
ვიტამინებით მდიდარი სტაფილოს წვნიანი სანელებლებით
ვიტამინებით მდიდარი სტაფილოს წვნიანი იმუნიტეტს გააძლიერებს, კანის და თმის მდგომარეობას გააუმჯობესებს. ეს განსაკუთრებით აუცილებელია ვირუსული დაავადებების დროს, როცა ორგანიზმი დასუსტებულია.


image

რა დაგჭირდებათ მოსამზადებლად:

1 ლ ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი


600 გრ გახეხილი სტაფილო

200 გრ კარტოფილი, კუბებად დაჭრილი

1 მწიკვი ტკბილი პაპრიკა

1 მწიკვი მარილი

2 ს/კ ზეთი

1 ლიმონი, მხოლოდ წვენი

4 ნაჭერი პური გასაფორმებლად

4 პორცია გახეხილი პარმეზანი

1 მუჭა ბაზილიკი


image

სტაფილოს წვნიანის მომზადების პროცესი

დიდ ქვაბში ბულიონი ადუღებამდე მიიყვანეთ. კარტოფილი და სტაფილო პატარა კუბებად დაჭერით. თუ ბლენდერი არ გაქვთ, სტაფილო გახეხეთ. თუ ხახვი გიყვართ, დაჭერით და ცოტა შეწვით, რომ სტაფილოს ხარშვის დროს დაუმატოთ.

სტაფილო და კარტოფილი მდუღარე წყალში ჩაყარეთ, პაპრიკა და მარილი მოაყარეთ. გაზს დაუწიეთ და 30 წუთით ხარშეთ.

სანამ წვნიანი მზადდება, 1 ლიმონის წვენი გაწურეთ, ხოლო პარმეზანი გახეხეთ.


ბოსტნეული დააბლენდერეთ და ყველით მორთეთ

წვნიანი დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წვნიანი 4 თასში ჩაასხით და თითოეულს კარაქის ნაჭერი და ლიმონის წვენი დაუმატეთ, ასევე პარმეზანი მოაყარეთ.

წვნიანი არომატული ბაზილიკით, კამით, ოხრახუშით ან ნებისმიერი მწვანილით მორთეთ. სუფრაზე ცხელი სახით გაიტანეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

ყველაზე გემრიელი სოკოს ნაღების წვნიანი - ზუსტი რეცეპტი

image

ჯანმრთელობა, სიმსუბუქე, სილამაზე - 3 სახის წვნიანი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას დაიცავს

image

ჩემს კარტოფილის წვნიანს ყველა ოქროს კერძს უწოდებს

image

როგორ მოვამზადოთ გოგრის წვნიანი

image

7 კერძის რეცეპტი ბროკოლისგან, რომელიც ბავშვებსაც კი მოეწონებათ

image

კვერცხი მექსიკურად წითელი ლობიოთი: ნოყიერი კერძი ხორცის გარეშეimage

0
59
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
59