x
დასაწყისი თუ დასასრული?

ცხოვრება, ლამაზი თავგადასავალია.სიზმარი რომელიც ზღაპრულია, ამ ზღაპრულ სიზმარში კი ჩვენ ვმონაწილეობთ.ერთი მთავარი კითხვა არსებობს ცხოვრებისგან რეალობა შორსაა? რა ელემენტებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება ან როგორი თვალით იზომება...მაინც სად უნდა ვეძებოთ რეალობა, ნუთუ ჩვენ ნამდვილები ვართ მაგრამ ყოველთვის მაქვს ის შეგრძნება, რომ ხელოვნურები ვართ...ჩვენი ყველა ნაბიჯი ხელოვნურია, წრფელი არაა სადღაც შორს წაიღო ფრინველმა, ჩვენ კი ყალბი არსებობა დაგვიტოვა.ნამდვილი კი თვითონ წაიღეს რადგან ცაში ყველაფერი წრფელია, იქ ყველა ფრინველი ანგელოზია.ყველა კეთილია, ყველა იღიმის და ყველა ბედნიერია.ჩიტი, თავისუფალია რადგან ფრენა შეუძლია.ფრინველი, როგორც ადამიანი ამ სამყაროში მძიმდება იღლება ამდენი ნეგატივისგან, ბოროტებისგან.ნეგატივს ის ფრენით აქრობს და ცაში აბნევს, მას თავისუფლად შეუძლია, რომ გაშალოს ფრთები გულიდან მოიშოროს ტკივილი და ცაა გაატანოს, იმ ცას რომელიც ყველას გრძნობებს იტევს, იმ ცას რომელიც ყველა ჩვენთაგანის სარკეა და იმ ცას რომელიც ყველა ჩვენთაგანის რეალური სახეა.იმ ცას რომელიც სიცოცხლის სუნთქვაა, ცას რომელიც უბრალოდ ცა არ არის ღრუბლებით და ვარსკვლავებით მოჭედილი

ის, ცა რომელიც მაგიურია, ცა რომელიც სასწაულებს ახდენს ცა რომელსაც შეუძლია სამყარო გააფერადოს და შეცვალოს.რომელიც მძიმედ სუნთქავს სამყაროს ცოდვებით და მართლაც, რომ ცხოვრება ლამაზი ცოდვაა შეუნიღბავი, სინათლის შუქზეც კი ჩანს მისი მშვენიერი ცოდვა, რომ დღეს სამყარო ცოცხალია, ისევ უძგერს გული და სუნთქავს და მაინც მე, ყოველთვის მუსიკის ჰანგებს მივყვები, მის ჰანგებზე დავწერ ამ ჭუჭყიან სამყაროზე...ნუთუ მოშორდა ღრუბელს შავი ლაქა? ან საკითხავია ოდესმე მოშორდება კია?რას ნიშნავს შავი ლაქა? რაღაცის დასაწყისს ან დასასრულს...დასაწყისი ფერადი პეპლებით, დასასრული შავი ღრუბლებით...ერთ დღესაც მოვა დასაწყისი ან დასასრულის წვიმა...თუ ფერადი წვეთები წამოვიდა ე.ი ახლა იწყება ჯერ და თუ ტალახისებრი წვეთები ირწმუნე, რომ ეს დასასრულია რადგან ადრე თუ გვიან ეს ცხოვრება სრულდება და შავი წერტილი გვამცნობს ამბის დასასრულს.image

1
149
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
149
  
"ფრთები, ფრთები გვინდა,
გვინდა დავეუფლოთ სივრცეს..."
:) :)
0 1 1