x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
როგორ ებრძვიან ჩინეთში კორონავირუსს?

imageფოტოზე ნაჩვენებია ჩინელი ექიმები პირბადეების მრავალსაათიანი ტარების ნაკვალევით

- ექიმებს მთელი ამ ხნის განმავლობაში უწევთ დაუღალავი შრომა, მოქალაქეთა უწყვეტი ნაკადების მომსახურება.

- მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა კარანტინის და გამკაცრებული ზომების გამო, ჩინეთში არ ყოფილა ფასების ზრდა ან აჟიოტაჟი.

- ერთ კვირაში ტექნოლიგიურად როგორ მაღალ დონეზე ააშენეს ჰოსპიტალი, რომელსაც გააჩნია სპეციალური ფანჯრები პროდუქტების და სხვა საჭირო ნივთების გადასაცემად, ულტრაიისფერი დეზინფექციით და ა.შ.

- გაუქმებულია 75 ათასზე მეტი ავიარეისი, დაბრუნდა 13 მლნ ავია ბილეთი.

- გასაოცარია მრავალმილიონიან ქალაქებში კარანტინის ორგანიზების მასშტაბები, როგორაა სექტორებად დაყოფილი ქალაქები, როგორაა ამ სექტორებში მოქალაქეთა გადაადგილება ორგანიზებული, როგორ დადიან სურსათისთვის, წამლებისთვის და ა.შ.

- სექტორების გასასვლელებში მიმდინარეობს შემოწმებები და პირბადის გარეშე არ ატარებენ. პირბადეებით, ფაქტობრივად, ყველა დადის.

- აფთიაქში ცხელების წამლების ყიდვის შემთხვევაში, მოქალაქე ვალდებულია აფთიაქს საკონტაქტო მონაცემები მიაწოდოს.

- ქუჩებში ძალიან ბევრი პლაკატია კონკრეტული ინსტრუქციებით.

- ამანათები ბინებში აღარ მიაქვთ. სახლებთან მოწყობილია სპეციალური ადგილები, სადაც ტოვებენ ამანათებს.

- სექტორის დატოვებისას, უნდა მიუთითოთ მიზეზი და მისამართი.

- ტაქსებში მძღოლსა და მგზავრს შორის დამცავი ბადეებია.

- ჩინეთის მთავრობამ პოტენციურად დაინფიცირებული 200 მლრდ იუანი გაანადგურა.

- ჰოსპიტალების მშენებლობაზე მოსახლეობა ნებაყოფლობით უანგაროდ მუშაობდა, ბევრი საკუთარი მძიმე თუ საშუალო ტექნიკით.

- დადგინდა, რომ ვირუსისგან განკურნებული ადამიანის პლაზმა ეფექტური ვირუსის განკურნისთვის. ჩინეთის საავადმყოფოებთან სისხლის ჩასაბარებლად უკვე განკურნებულ ადამიანთა რიგები იდგა. ისინი ამბობდნენ, მე გამკურნეს, ახლა მე უნდა დავეხმარო სხვას.

- ბიზნესს შეღავათებს აძლევენ გადასახადებთან დაკავშირებით.

- მობილური ოპერატორები აგზავნიან მესიჯებს: დარჩით სახლებში, ნუ გახვალთ ანგარიშის შესავსებად, თქვენი ანგარიში არ გაითიშება გაზაფხულამდე, გადაიხდით შემდეგ, როცა დავამარცხებთ ვირუსს."

0
188
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0