x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ალბერტ კამიუს "შავი ჭირის" გაყიდვებმა მოიმატა
image

კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე იტალიაში ალბერტ კამიუს „შავი ჭირის“ გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა და 71-ე ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტგამოცემა ibs.it


იგივე სიტუაციაა საფრანგეთშიც, სამჯერ მოიმატა "სავი ჭირის" გაყიდვებმა.სტატისტიკის პორტალის Edistat- ის ინფორმაციით, რომელიც აკონტროლებს წიგნების გაყიდვას ქვეყანაში, 2019 წლის დეკემბრისგან განსხვავებით(450 ასლი) 2020 წლის იანვრის ბოლოსთვის ერთბაშად 1.7 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა.

ალბერ კამიუს ნაწარმოები „შავი ჭირი“ 1947 წელს გამოქვეყნდა. წიგნში აღწერილია ალჟირში ქალაქ ორანის მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება, რომელიც გარე სამყაროსგან მოკვეთილია შავი ჭირის ეპიდემიის დროს.რა ხდება შავი ჭირის დროს, როგორ იქცევა ექიმი, რომელმაც იცის, რომ ეპიდემიის დამარცხება შეუძლებელია, როგორ იქცევიან მოქალაქეები, როდესაც ხედავენ, რომ მედიცინა და სახელმწიფო უძლურია, როგორ იქცევა მღვდელი, რომელსაც ჯერ ეგონა, რომ ჭირი უფალმა ცოდვათა გამო მოგვივლინა და შემდეგ დარწმუნდა, რომ ეს რწმენის გამოცდაა და ვინმე თუ ხეირობს ამ ეპიდემიით.


რომანი ალეგორიული ხასიათისაა, რადგან ალჟირში სხვა დროს და სხვა საუკუნეში იყო შავი ჭირი, აქ არის საუბარი "ყავისფერ ჭირზე", სწორედ ასე უწოდებდნენ ფაშიზმს ევროპაში.

image

0
128
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0