x
image
კატაპულტი
საშიშია თუ არა სმარტფონის სწრაფი დატენვა?! –ყველაფერი, რაც დამტენებზე უნდა იცოდეთ
image
სმარტფონის დატენვა არასწორად ან შეუსაბამო დამტენით, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი აპარატისათვის, ამიტომ არ გაწყენდათ იმ რჩევების გათვალისწინება, რომლებიც ქვევითაა წარმოდგენილი.

სმარტფონის ორიგინალი დამტენი კარგი გამოსავალია, თუმცა რა უნდა ქნათ მაშინ, როდესაც ის მწყობრიდან გამოდის და ახლის შეძენა გიწევთ?

შეიძლება თუ არა ორიგინალი დამტენის გარდა სხვა მწარმოებლის მიერ დამზადებული მოწყობილობა გამოვიყენო?

დიახ, ეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა, თუ დამტენის კონექტორი თქვენი სმარტფონის კონექტორს ემთხვევა. დღესდღეობით ბაზარზე სამი სახის დამტენი არსებობს: მიკრო- USB, USB_C და Lightning. ეს უკანასკნელი მხოლოდ Apple-ის წარმოებულ სმარტფონებზე გამოგადგებათ. თუმცა ყველა მათგანი განსხვავებულია ფასისა და ხარისხის მიხედვით.


საშიშია თუ არა იაფიანი დამტენები?

დიახ, იაფიანი პროდუქტი, დიდი შანსია, რომ საზიანო აღმოჩნდეს თქვენი მოწყობილობისათვის. ხშირ შემთხვევაში, ისინი სახიფათო ან საერთოდ, გამოუსადეგარია.

გამოსადეგია თუ არა ნებისმიერი კვების ბლოკი?

კვების ბლოკებზე არის ნიშანი CE, რაც ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაზე მიუთითებს. თუმცა აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხშირია ამ ნიშნის გაყალბებაც.

მწარმოებლებმა, როგორებიცაა Samsung და Huawei, უკვე გამოუშვეს გაყიდვაში ისეთი ტიპის დამტენები ( Quick Charge; SuperCharge), რომლებიც თქვენს სმარტფონს ჩვეულებრივზე 2-3-ჯერ უფრო სწრაფად დატენის.

გააფუჭებს თუ არა ძლიერი კვების ბლოკი ან სწრაფი დამტენები თქვენს სმარტფონს?

არა, რადგან ტელეფონი მხოლოდ იმდენ ელექტროენერგიას მიიღებს, რამდენიც მას სჭირდება, თუმცა დიდი ხნით მობილური მოწყობილობის დამტენზე შეერთება დაუშვებელია.

ტენის თუ არა ერთი და იგივე დამტენი მოწყობილობა ტელეფონს ერთნაირად სხვადასხვა დენის წყაროს მიუხედავად?

არა, მობილური ტელეფონი შედარებით ნელა იტენება ლეპტოპზე მიერთებით, ვიდრე ჩვეულებრივ, სახლის დენის წყაროზე მიერთებისას.


იმედია გამოდგებათ ზემოთმოყვანილი რჩევები.წარმატებას გისურვებთ!


ასევე საინტერესოა:

როგორია ყველაზე უსაფრთხო პაროლი ინტერნეტ სივრცეში?! ( 5 სასარგებლო რჩევა)


ახალი აპლიკაცია, რომელიც ადგენს, იყავით თუ არა კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტში (წაკითხვის დრო 1წთ.)

2
169
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
169
  
0 1 2