x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
გიყვართ ყავა? ეს რეცეპტები ნამდვილად არ გეცოდინებათ
image


არომატული ყავის მრავალი რეცეპტი არსებობს, წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო და უცნაურ რეცეპტებს:


1. კვერცხიანი ყავა

image


მოცემული ყავის რეცეპტი ვიეტნამში ძალიან პოპულარულია და თითქმის ყველა კაფეში იყიდება. ჯერ თქვეფენ კვერცხის გულს მოხარშულ შესქელებულ რძეში სანამ ერთგვაროვანი მასა არ მიიღება, შემდეგ კი ასხამენ მწარე ყავას. მასა ჭიქის ძირისკენ გადაინაცვლებს და ვიღებთ არომატულ ყავას.


2. ყავა ზღვის მარილით

image

მოცემულ რეცეპტს ტაივანში, კაფე 85C Bakery Cafe ში ჩაეყარა საფუძველი 2008 წელს. საქმე იმაშია, რომ ტაივანელები ხილსაც მარილს აყრიან, ეს მათთვის ჩვევაა, ამიტომაც ყავა ზღვის მარილით დიდი პოპულარობით სარგებლობს


3. ყავა ტონიკით

image

მისი მომზადება ძალიან მარტივია, ესპრესოს უბრალოდ უმატებენ ტონიკს ყინულით.


4. ყავა მზესუმზირის და ნაღების კარაქით

image

აზიაში, ზოგადად ძალიან პოპულარულია ყავა კარაქით. ხშირად მას დილაობით სვამენ საუზმის ნაცვლად და უფრო მეტ ენერგიასაც იღებენ ვიდრე ჩვეულებრივი ყავისგან და წონაშიც იკლებენ. მთავარია რომ ერთდროულად ორივე სახის კარაქი დაემატოს.


5. ყავა ყველით

image


ყავა ყველით ძალიან პოპულარულია შვედეთში, ეს რეცეპტი მათი ტრადიციის ნაწილია. დასამატებლად კი ძირითადად ლაპლანდიურ ყველს იყენებენ.


6.ყავა ლიმონით ან ლაიმით

image

ეს რეცეპტი ყველასთვის ნამდვილად არაა. ესპრესოში უმატებენ ლაიმს ან ლიმონს, ან ცედრას.


7. ტიმ ტამ სლემი

image


ეს მართლაც რომ უცნაური რეცეპტი პოპულარული მხოლოდ ავსტრალიაშია. ყავასთან ერთად მოაქვთ კრემიანი ორცხობილა, რომლის ორივე მხარეს ჭამენ და დარჩენილ ნაწილს ყავაში დებენ, “მილს'' კი საწრუპად იყენებენ.


8. ყავა ვანილიანი კოკა კოლათი

image

კოკა კოლა და ყავა? თან ვანილით? რატომაც არა. რეცეპტი შედგება კოკა კოლისგან, ესპრესოსგან, ყინულისგან და ვანილის სიროფისგან.



9. ესპრესო და ლუდი

image


პოპულარულია ტეხასის შტატში, სასმელებს უბრალოდ თანმიმდევრობით სვამენ.


10. ყავა აზოტით

image


ცივი ყავა აზოტით და ნაღებით, რომელიც პატარა ბუშტუკებს წარმოქმნის, მართლაც საინტერესოა არა?



და თქვენ რომელი რეცეპტის გასინჯვა გინდათ?

0
484
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0