x
image
კატაპულტი
პუტინსა და ერდოღანს შორის შეთანხმება მიღწეულია
image

მსოფლიოს ყურადღება გუშინ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრისაკენ იყო მიპყრობილი. ის მოსკოვში გუშინ საღამოს გაიმართა და როგორც მხარეები ვარაუდობდნენ, დაძაბული გამოდგა. მოლაპარაკებების წარმართვა დაგეგმილი იყო სტამბოლში ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის მონაწილეობით, თუმცა, როგორც ჩანს ვლადიმერ პუტინის გამო ჩაიშალა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს მიმართა, “რადგან თქვენ დაკავებული იყავით, თავად გესტუმრეთ".

გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ რუსეთისა თურქეთის პრეზიდენტებს შორის შეთანხმება შედგა და სირიაში ცეცხლი შეწყდება. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების დროსაც აქტიურად მიმდინარეობდა იდლიბში (სირიის რეგიონი, ყველაზე ცხელი წერტილი) დაბომბვები და სროლა. ამჟამად შეთანხმება უკვე შესულია ძალაში და ის ცეცხლის შეწყვეტის გარდა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაგისტრალის დაცვასაც გულისხმობს.

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერესი იმედოვნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტას საბოლოოდ მუდმივი მშვიდობა მოჰყვება. სირიაში მოსახლეობამ უკვე დიდი ტანჯვა გამოიარა, ამიტომ მხარეები ყველანაირად უნდა ეცადნონ, რომ ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებები სამუდამოდ შეწყდეს - განაცხადა გუტიერესმა.

შეგახსენებთ, რომ სირიის კონფლიქტში რუსეთი და თურქეთი დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენენ მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ღიად დაუჭირა მხარი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს და სამთავრობო ძალებს, თურქეთმა კი სამხედრო იერიში მიიტანა მათზე.



თემასთან ახლოს:

მიწა, რომელიც არავის ეკუთვნის, სირიელმა ლტოლვილებმა დაიკავეს


აშშ-სთან შეთანხმების მიუხედავად, თალიბებმა ცეცხლი გახსნეს


2
428
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
428
  
2020, 9 მარტი, 3:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 7 მარტი, 3:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2