x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
კიდევ ერთი შეტევა იუთუბზე
image

უკვე რამოდენიმე წელია იზრდება მემარჯვენეების, იგივე კონსერვანტების უკმაყოფილება სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებისადმი. კერძოდ ისინი აცხადებენ, რომ მათი ვიდეოები, ბლოგები ან უბრალოდ პოსტები, იბლოკება და იშლება მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო.


ეს უკმაყოფილება უმეტეს შემთხვევაში გამოიხატებოდა ფუჭი ბოიკოტით და დაბლოკილი გვერდების ფანების გაცხარებული პოსტებით. აქედან არც-ერთს შედეგი არ გამოუღია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველაზე ფუნდამენტალური კანონი, რომელსაც 1sT Amendment ქვია, მოითხოვს უპირობო სიტყვის თავისუფლებას ხელისუფლების ან მთავრობის მხრიდან. სწორედ ამ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ სოციალური მედიის გიგანტებს, როგორებიცაა Facebook, Youtube, Twitter და ასე შემდეგ.



მხოლოდ რამოდენიმე გახმაურებული სასამართლო პროცესი არსებობს ამ საქმის გარშემო, რადგან უმეტესობა სარჩელის პროცესშივე იხურება. საქმე იმაშია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის პირველი პუნქტი, მხოლოდ სახელმწიფოს და მთავრობას ავალდებულებს სიტყვის თავისუფლებას. სოციალური მედიის გიგანტები კი კერძო კომპანიები არიან, შესაბამისად მათ აქვთ უფლება, რომ მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება. ჩამოთვლილ საიტებზე და სხვა კიდევ მრავალ პლატფორმაზე, რეგისტრაციის დროს ჩვენ ვეთანმხებით წესებს და პირობებს.



სადაც ნათქვამია, რომ ზემოთხსენიებულ კომპანიას აქვს უფლება წაშალოს ან დაბლოკოს ნებისმიერი სახის მასალა გაფრთხილების გარეშე.

შესაბამისად, ეს ორი პუნქტი ადვილად და უპრობლემოდ ამართლებს ნებისმიერ პლატფორმას ასეთი ტიპის ბრალდებებისგან.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, რადიოს წამყვანმა და კონსერვატმა დენის ფრეჯერმა სხვა კუთხით შეუტია ამ “უსამართლობას.“

მან განაცხადა, რომ სოციალური მედიის გიგანტები, განსაკუთრებით კი YouTube, იმდენად გაიზარდნენ, რომ ახლა ისინი სახალხო ფორუმად ითვლებიან და არა უბრალოდ კერძო კომპანიად და მეტი ვალდებულება ეკისრებათ მათ.

საქმე ერთი შეხედვით ადვილად უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სახალხო ფორუმის იდეის ცნებას ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვანაირად უდგებიან.

ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ ზუსტად არავინ იცოდა, რის მიხედვით ეხელმძღვანელათ. დრო იცვლება და ტექნოლოგიურად განვითარებულ საკითხებში, მიუხედავად არაერთი ექსპერტის არსებობისა, მაინც იქმნება ბევრი პრობლემა, როგორც ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუკვლევ დარგში ლეგალური კუთხით.


საბოლოოდ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბატონი დენისის არგუმენტი და სასამართლო დაიხურა.

მთავარმა მოსამართლემ მარგარეტ მაკკეონმა განაცხადა „კერძო საკუთრების სახალხო ფორუმად გამოყენება სულაც არ არის არაფერი ახალი, ჯერ კიდევ ასობით წლის წინ, ადამიანები აკრავდნენ განცხადებებს სხვისი სახლის კედლებზე. მოიხედავად იმისა, რომ Youtube-ის ზომა გაცილებით აღემატება მეზობლის კედელს, კანონით ვერ ვაიძულებთ კერძო საკუთრებას, რომ დაემორჩილოს დეკლარაციის პირველ პნქტს.“

დევისმა განაცხადა, რომ ის და მისი რადიო შოუ სახელწოდებით PragerU არ შეწყვეტს ბრძოლას, სანამ კანონი არ იზეიმებს. თუმცა რა კუთხით აპირებს ის ბრძოლას, ან რომელი კანონებით ამ ეტაპზე უცნობია.

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე პირველი
ალექსანდრე პირველი
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0