x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ უნდა ჩაიტარონ პაპილომა ვირუსის აცრა მამაკაცებმა
პაპილომა ვირუსი


მამაკაცი ქალებზე უნდა ზრუნავდეს. ქალების გარეშე ხომ ჩვენი ცხოვრება არაფერია. მაგრამ მზრუნველობა და თანადგომა კონკრეტულ ნაბიჯებში უნდა ჰპოვებდეს ასახვას და არა სუფრასთან წარმოთქმულ არაფრისმომცემ სადღეგრძელოებში. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი კი პაპილომა ვირუსის აცრაა, როგორც საუკეთესო გზა კიბოს პრევენციისთვის.


ადამიანის პაპილომა ვირუსები ძალიან გავრცელებულია (არსებობს მათი 100-მდე ქვეტიპი, საიდანაც 40 სექსუალური გზით გადაიცემა) და მათ კიბოს გამოწვევა შეუძლიათ.


ხშირად პაპილომა ვირუსს ადამიანის იმუნური სისტემა თავად ამარცხებს. ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ დაავადებულია და დაახლოებით 2 წელიწადში სრულად იკურნება.



თუმცა, ვირუსების დაახლოებით 10 % უძლებს ადამიანის იმუნური სისტემის მიერ განხორციელებულ დარტყმებს. შედეგად ყალიბდება საშვილოსნოს ყელის კიბო, რასაც ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა თამბაქოს მოხმარება და ცხოვრების არაჯანსაღი წესი.


ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 600 ქალი ავადდება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რისი გამომწვევიც ადამიანის პაპილომა ვირუსებია. 200 ქალი კვდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ქალი ხართ, დაახლოებით 2, 4 %-იანი შანსი გაქვთ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო დაგემართოთ. 2, 4 %, დამეთანხმებით, არ არის პატარა ციფრი. შედარებისთვის, მკერდის კიბო უჩნდება 8 ქალიდან ერთს, ხოლო 29 ქალიდან ერთი – იღუპება.


ამრიგად, საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს სტატისტიკა ჯერაც საგანგაშოა.


ჩვენს ქვეყანაში ადამიანის პაპილომა ვირუსებზე იცრებიან მხოლოდ გოგონები და ისიც არა ყველა რეგიონში, არადა, კარგი იქნებოდა, აცრა 9-დან 14 წლამდე ასაკის ბიჭებზეც ჩატარებულიყო. სწორედ ამგვარად ხდება მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ 11 ქვეყანაში.


პაპილომა ვირუსი


გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ პაპილომა ვირუსები პენისის, პირის ღრუს, ყელის და ანუსის კიბოებსაც იწვევენ, მაგრამ მამაკაცები ძალიან იშვიათად ავადდებიან აღნიშნული ვირუსებისგან გამოწვეული კიბოებით. ძირითადი რისკის ქვეშ ქალები არიან. ამიტომ კარგი იქნება, ზრდასრული (და განსაკუთრებით სექსუალურად აქტიური) მამაკაცებიც თუ ავიცრებით პაპილომა ვირუსებზე. ეს იქნებოდა სოლიდარობის გამოვლენა პარტნიორი ქალების მიმართ და გარდა ამისა, უფრო თამამადაც დავკავდებოდით მათთან სექსით. როცა იცი, რომ პარტნიორს დაავადებას არ გადასცემ, სექსი ბევრად უფრო სასიამოვნოა.


რუსული პროპაგანდა აქტიურად არის ჩართული პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის წინააღმდეგ კამპანიაში და ეს ხდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა ქვეყანაში. პუტინის მიერ დაფინანსებული ვებგვერდები და სხვადასხვა საეჭვო პირები მთელი გაშმაგებით ეწევიან პროპაგანდას პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის გასაღვივებლად. მიზანი აშკარაა – მათ სურთ ევროპელი ქალების ფიზიკური განადგურება და ფემიციდის განხორციელება. ნუ დაუჯერებთ მათ და ჩაიტარეთ ვაქცინაცია.

0
369
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0