x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134495
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
სტარტაპების ბუღალტერია - 10 შეცდომა

image

დღევანდელ სტატიაში მინდა გაგაცნოთ სტარტაპების ბუღალტერიაში არსებული ის შეცდომები რომელიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული საქართველოში. უფრო დეტალური, თვალსაჩინო და მარტივი რომ იყოს, ამიტომ შეცდომები დავნომრე და მაქვს 10 შეცდომა.

შეცდომა N1ფული - ეს არის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე დამღუპველი შეცდომა, როდესაც დამფუძნებელი ვერ ახერხებს ფინანსების მართვასა და გამიჯვნას. დამფუძნებელს კომპანიის ფული მიაქვს პირადი მიზნებისთვის, პირადი ხარჯებისათვის და ეს ხდება კომპანიის ბიზნესს ბარათით.დაიმახსოვრეთ რომ: დამფუძნებელს უფლება აქვს მიიღოს ფული საწარმოდან -დან როგორც : დივიდენდი, კაპიტალის ამოღება ან /და სესხი.
შეცდომაN2 დოკუმენტაცია - სრულიად ყველა სტარტაპერის შეცდომა დოკუმენტაცია ინახება ყველგან: სახლში, ავტომანქანაში, ბუღალტერის სახლში და.ა.შ დაიმახსოვრეთ რომ კომპანიის დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს მხოლოდ კომპანიის - ოფისში .
შეცდომა N3 ბუღალტერია - ეკ.საქმიანობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ხდება ბუღალტერის აყვანა. რაც ძალიან დიდი შეცდომაა რადგან ბუღალტერის გარეშე სწორი საგადასახადო და საბუღალტრო აღრიცხვა დიდი რისკია.ბუღალტერი უნდა ავიყვანოთ ეკ.საქმიანობის დაწყებისთანავე.
შეცდომა N4 პროგრამული აღრიცხვა - ხარჯების დაზოგვის გამო სტარტაპი ძალიან ხშირად უარს ამბობს პროგრამულ აღრიცხვაზე. რის გარეშეც შეცდომების დაშვების ალბათობა ძალიან დიდია, ხოლო პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა რომ არასწორი აღრიცხვა იწვევს სტარტაპის შეჩერებას . პროგრამული აღრიცხვის სისტემები კი საშუალებას გვაძლევს მცირე დროში მივიღოთ სრული ინფორმაცია საბოლოო ფინანსურ შედეგებზე.ამიტომ პროგრამები უნდა შევიძინოთ რაც შეიძლება მალე
შეცდომა N5 შპს ჩემია - ეკ.საქმიანობის დაწყებიდან ძალიან მალე შპს ახორციელებს ყველა იმ ოპერაციას რაც დამფუძნებლის სურვილია. ეს არასწორია რადგან ყველა ხარჯი, ხარჯი არ არის. შპს-ს ხარჯებად აღიარდება მხოლოდ ის დანახარჯები რაც დაკავშირებული შემოსავლის მიღებასთან .
შეცდომა N6 ახლობლები- ახლობლების სტატუსის მქონე ადამიანებთან დადებული გარიგება ყოველთვის აყენებს მატერიალურ ზიანს სტარტაპს .ამ დროს უნდა გვახსოვდეს საბაზრო ფასები და მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელი, რომელიც გვეუბნება რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გარიგება აუცლებლად უნდა იყოს საბაზრო ფასით .
შეცდომა N7 დამალობანა - ხშირად სხვადასხვა მიზეზების გამო ბუღალტერიას უმალავენ ინფორმაციას კომპანიაში- ში მიმდინარე პროცესების შესახებ . მაგალითად : შეიძლება აიღონ სესხი, ან/და დადონ გარიგება, ხოლო აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდონ ბუღალერტერიას წლის ბოლოს .

ეს არის შპს-ს ყველაზე დიდი შეცდომა ვინაიდან სწორი საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვისთვის ბუღალტერიას ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ სრულად. მაგალითად : მე წლების წინ ტელევიზორში ახალ ამბებში ვნახე პროექტში ჩემი და ჩემი სამსახურის მონაწილეობა.
შეცდომა N8 სხვები - ძალიან ძალიან ხშირად სტარტაპერებს სურვილი აქვთ ჰქონდეთ იგივე მენეჯმენტი, იგივე პროცესები, გადაიხადოს იგივე გადასახადები და ა.შ როგორც სხვებს. ყოველთვის გამოჩნდება სამეზობლოში, სამეგობროში ვიღაც ვინც ბუღალტერია და ფრაზა "ბუღალტერია და მოდი ვკითხავ " -არასოდეს ამართლებს რადგან სხვისი ბუღალტერი არასოდეს გეტყვით სიმართლეს
შეცდომა N9 რას გაიგებენ ⁉️- ფრაზა რომელიც ხშირად ისმის დასაწყისში მილიონჯერ . რომ არ გადავიხადო, რომ არ დავარიცხო და ა.შ როგორ გაიგებენ? დამიჯერეთ საგადასახადო ორგანოებს გასაგებად აქვთ ძალიან ბევრი საშუალება მაგალითად მიმდინარე კონტროლის პროცედურები : ქრონომეტრაჟი, მონიტორინგი, საკონტროლო შესყიდვა, ინვენტრიზაცია და.სხვა
შეცდომა N10 არასოდეს უჯერებენ ბუღალტერს - სტარტაპების უმრავლესობა საქმიანობის დასაწყისში იქამდე სანამ ჯარიმას არ მიიღებენ არასოდეს უჯერებენ ბუღალტერს.

3
220
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია87
ხატია87
220
  
2020, 11 მარტი, 3:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 9 მარტი, 3:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 7 მარტი, 3:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3