x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბრიტანელმა მეცნიერმა კორონავირუსის ახალი სიმპტომები დაასახელეს

image


აქამდე კორონავირუსის ძირითად სიმპტომებად მაღალი სიცხე, მშრალი ხველა, თავის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, სისუსტე და კუნთების ტკივილი ითვლებოდა. თუმცა, გაირკვა, რომ ეს დაავადების სიმპტომების არასრული სია...

მეცნიერებმა 2 ახალი სიმპტომი აღმოაჩინეს, რომელიც შეიძლება, ადამიანის კორონავირუსით დაავადებაზე მიუთითებდეს. როგორც ბრიტანეთის ოტოლარინგოლოგიის ასოციაციის წარმომადგეენლები (ENT UK) აცხადებენ, დაინფიცირებული ადამიანები საკვების გემოს და ყნოსვის შეგრძნებას კარგავენ.

ბრიტანელი მეცნიერების კვლევის საფუძველს ჩინეთის, სამხ. კორეის, იტალიის და გერმანიის ინფიცირებული ადამიანების მონაცემი წარმოადგენს. ამ ქვეყნებში ზოგიერთ პაციენტს, კორონავირუსით ინფიცირების ფონზე, მხოლოდ გემოს და ყნოსვითი შეგრძნების დაქვეითება გამოუვლინდა.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს სხვა სიმპტომები არ აღენიშნება, ეს აღმოჩენა მედიკოსებს დაავადების დიაგნოსტირებაში დაეხმარებათ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსი, ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში, სიმპტომების გაქრობის შემდეგაც რჩება. როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, ამაში ექსტრაორდინალური არაფერია. ხოლო, ამ ადამიანებისგან ვირუსის გადადების შანსი, ჰიგიენის წესების სრული დაცვის შემთხვევაში, არც ისე დიდია... და უფრო მეტიც, პოსტვირუსულ პერიოდში, ორგანიზმში ვირუსის დარჩენა, შეიძლება პოზიტივურ მომენტადაც ჩაითვალოს, რადგან ადამიანი, ამ ინფექციით, განმეორებით აღარ დაავადდება. გაგრძელება >>>

imageimageარხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. მტერს «სახეზე» უნდა ვცნობდეთ – ჯანმრთელობისთვის სახიფათო სახლის მცენარეები და თავდაცვის წესები

2. აღმოჩენილია დინოზავრის დნმ-ი – უნდა ველოდოთ «იურული პერიოდის პარკის» შექმნას?

3. უკვე ცნობილია, რატომ არის მამაკაცის სიცოცხლე ქალის სიცოცხლეზე ხანმოკლე

4. ტესტი: აირჩიეთ გვირგვინი და გაიგეთ თქვენი ხასიათის ძირითადი თვისების შესახებ (+ რჩევები)
5. რატომ მიატოვეს ადამიანებმა მთვარე და რატომ ღირს მასზე დაბრუნება
6. თუ მარსზე სიცოცხლე არის, ის მიწისქვეშეთში იქნება – აცხადებენ ასტრობიოლოგები

0
619
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
619
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0