x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ტესტი: აირჩიეთ გვირგვინი და გაიგეთ თქვენი ხასიათის ძირითადი თვისების შესახებ (+ რჩევები)

ყველა ადამიანს თვისებების გარკვეული ნაკრენი აქვს, რომელიც პიროვნების ფორმირებას ახდენს. მაგრამ, არსებობს თვისებები, რომლებიც სხვებთან შედარებით, უფრო დომინირებულია. ამ ტესტით კი, იმის გარკვევას შეძლებთ, თქვენი (ან სხვისი) ხასიათის რომელი თვისებაა ყველაზე მთავარი.

მაშ, ასე, ყურადღებით დააკვირდით სურათს და რომელიმე გვირგვინი აირჩიეთ:


image

ამოირჩიეთ? ახლა შეგიძლიათ შედეგი ნახოთ!



გვირგვინი № 1

ძირითადი თვისება – გამბედაობა და გადაწყვეტილების უნარი.

თქვენ ძალიან ენერგიული ადამიანი ბრძანდებით, ახალი იდეების გენერირება კი, თქვენს თავში, უწყვეტად ხდება. ბევრი გეგმა გაქვთ, მათ შორის, ძალიან თამამიც კი.
თქვენი გამბედაობა «ახალი მწვერვალების» დაპყრობაში დაგეხმარებათ, მაგრამ დასვენებასაც ნუ დაივიწყებთ – ენერგიაც ხომ საჭიროებს განახლებას?!



გვირგვინი № 2


ძირითადი თვისება – პატიოსნება.

თქვენთვის ყველაზე მთავარი – პატიოსნებაა. ეს როგორც პირად ცხოვრებას, ისე სამუშაოს ეხება. ვერ იტანთ ინტრიგებს, ტყუილს – ნამდვილი «ჭეშმარიტების მქადაგებელი» ბრძანდებით და სიმართლის პირში თქმაც გიყვართ.
მაგრამ, გახსოვდეთ, რომ სიმართლემ შეიძლება ადამიანს ტკივილი მიაყენოს, ხოლო თქვენ, ნაცნობ–მეგობრების გარეშე დარჩეთ.



გვირგვინი № 3


ძირითადი თვისება – ცნობისმოყვარეობა.

თქვენ ყოველთვის და ყველგან სწავლობთ. იმდენად გიყვართ ახალი ცოდნის შეძენა, რომ თქვენზე შეიძლება ითქვას, – «მარადიული სტუდენტი» ბრძანდებით.
მხოლოდ იმის სწავლაღა გჭირდებათ, რომ შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოთ!



გვირგვინი № 4


ძირითადი თვისება – საიმედოობა.

დღე–ღამის ნებისმიერ დროს, ყოველთვის მზად ხართ, ადამიანს დაეხმაროთ. სწორედ თქვენ მიდიხართ პირველი მეგობართან ან ნაცნობთან, როდესაც მას პრობლემა აქვს.
სამწუხაროდ, ამ თვისების გამო, არაკეთილმოსურნე ადამიანები, პირადი მიზნებისტვის, ხშირად გიყენებენ. უნდა ისწავლოთ უარის თქმა მათთვის, ვინც თქვენი დახმარებით ბოროტად სარგებლობს.



გვირგვინი № 5


ძირითადი თვისება – სიმტკიცე.

თქვენ მათ რიცხვს ეკუთვნით, ვინც დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს. ძალიან შრომისმოყვარე ბრძანდებით, მაგრამ, ხან, სასურველის მისაღწევად, მხოლოდ პატიოსან და სწორ მეთოდებს არ იყენებთ.
ნუ დაარღვევთ წესებს, რადგან ამის გამო, შეიძლება, ისევ თქვენ დაზარალდეთ.



გვირგვინი № 6


ძირითადი თვისება – მოთმინება.

თუ საჭირო გახდა, მოთმენაც შეგიძლიათ და ლოდინიც. იცით, რომ მომთმენ ადამიანებს ყოველთვის ბევრის მიღწევა შეუძლიათ და სწორედ ეს არის თქვენი მოტივაცია.

მაგრამ, უნდა გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად, მხოლოდ მოთმინება საკმარისი არ არის. საკუთარ თავზე და დასახული ამოცანების შესრულებაზე უნდა იმუშაოთ და სწორედ ამის შემდეგ, გამოიღებს შედეგს თქვენი მოთმინება!



გვირგვინი № 7


ძირითადი თვისება – ორიგინალურობა.

ცხოვრებისეული გამოწვევების, თუ პრობლემების გადასაჭრელად, ყოველთვის წარმოუდგენელ და კრეატიულ საშუალებებს მიმართავთ, რადგან სიტუაციას, სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, ყოველთვის სხვაგვარად აფასებთ.
თქვენ შეგიძლიათ, ერთმანეთთან შეუთავსებელის, სწორედ შეთავსება და ამით სარგებლის მიღება. ამიტომ, თუ გადაწყვეტილება მიიღეთ, უკან ნუღა დაიხევთ, საკუთარ ინტუიციას ენდეთ!



გვირგვინი № 8


ძირითადი თვისება – სიბრძნე.

ძალიან ჭკვიანი ადამიანი ბრძანდებით და ეს იმ შემთხვევაშიც, თუ ასაკით ახალგაზრდა ხართ... იმის გამო, რომ სიტუაციას ზუსტად აფასებთ და პრობლემის გადაწყვეტის არაორდინალური ხერხის მოფიქრება შეგიძლიათ, – რჩევისთვის ხშირად მოგმართავენ.
თუმცა, გაფრთხილდით, თქვენმა ზოგიერთმა რეკომენდაციამ, შეიძლება, სიკეთე არ მოიტანოს.



გვირგვინი № 9

ძირითადი თვისება – თვითკონტროლი.

ყველაზე სტრესულ სიტუაციაშიც კი, სიმშვიდის შენარჩუნება შეგიძლიათ. ხოლოო, საკუთარ ქმედებებს წინასწარ განსაზღვრავთ და ყოველთვის გეგმის მიხედვით მოქმედებთ.

თქვენი თვითკონტროლი შეცდომის დაშვებისგან ყოველთვის გიცავთ. თუმცა, ეს თვისება, ამავდროულად, ხელს გიშლით ემოციების გამოხატვაში და ცხოვრებით ბოლომდე სიამოვნების საშუალებას არ გაძლევთ.

imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage

1. მტერს «სახეზე» უნდა ვცნობდეთ – ჯანმრთელობისთვის სახიფათო სახლის მცენარეები და თავდაცვის წესები

2. აღმოჩენილია დინოზავრის დნმ-ი – უნდა ველოდოთ «იურული პერიოდის პარკის» შექმნას?

3. უკვე ცნობილია, რატომ არის მამაკაცის სიცოცხლე ქალის სიცოცხლეზე ხანმოკლე

4. 10 რამ რაც მამაკაცების უმრავლესობას ქალის გარეგნობაში მოსწონს

5. «ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ»: 35 წარმოუდგენლად ლამაზი კადრი ადამიანების და ცხოველების ცხოვრებიდან

6. რეალურად არსებული გარემოს 15 უცნაური და საში ფოტო

0
461
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
461
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0