x
მეტი
  • 07.07.2020
  • სტატია:101296
  • ვიდეო:346606
  • სურათი:465200
შავი ჭირის 4 გამოცანა

ჭირის ეპიდემიამ, რომელიც ევროპაში გვიანი შუა საუკუნეებიდან XVIII საუკუნემდე მძვინვარებდა, დაახლოებით, 200 მლნ. ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თანამედროვე კვლევებმა კი აჩვენა, რომ დაავადების გავრცელების მიზეზი, ყოველთვის ბუბონური ჭირის ბაქტერიები არ იყო, რომლის გადამტანები ვირთხები იყვნენ და შეიძლება, აქამდე ჭირის სახელით ცნობილი დაავადება, ვირუსის რიმელიმე სახეობა ყოფილიყო.

XIV საუკუნის 20–30–იან წლებში, ჭირის ეპოდემიამ ჩინეთში და ცენტრალურ აზიაში დაიწყო გავრცელება. შემდეგ დაავადება ახლო აღმოსავლეთში და ეგვიპტეში გადავიდა. ხოლო, ევროპაში ის 40-იან წლებში გავრცელდა. ცნობილია, რომ 1347 წ. მესინაში (სიცილია, იტალია) გენუეზური სავაჭრო გემი ჩავიდა რომელზეც ჭირით დაავადებული მეზღვაურები იყვნენ. ხოლო, მათი ნაწილი გზაში დაიღუპა. შავი ჭირი სწრაფად გავრცელდა იტალიის ჩრდ. რეგიონებში და 2 წლის შემდეგ, ის უკვე იტალიის, საფრანგეთის და ბრიტანეთის კუნძულების მოსახლეობას კლავდა. პანდემიის II ტალღამ, 1346—1353 წლებში, აღმ. ევროპაც მოიცვა.

იმდროინდელი ისტორიული წყაროების მიხედვით, დაავადება არნახული სისწრაფით ვრცელდებოდა და მოსახლეობაში წარმოუდგენლად დიდი მსხვერპლი გამოიწვია.


image

imageბაქტერია, თუ ვირუსი?


ითვლება, რომ XIV საუკუნეში, ე. წ. შავი სიკვდილი (იგივე შავი ჭირი), რომელსაც Yersinia pestis–ს (შავი ჭირის ბაცილა) ეძახდნენ, ადამიანებს ვირთხის რწყილებით გადაეცემოდათ, რომლებიც მღრღნელების ბეწვში ბინადრობდნენ.
დაავადებული რწყილის ნაკბენი ლიმფური სისტემის ანთებას იწვევდა, რაც ლიმფური კვანძების მიდამოებში, ბუშტისებური წარმონაქმნებით ვლინდებოდა. ამ სიმპტომების გამო, დაავადებას ბუბონური ჭირი უწოდეს.
ინფიცირებულ ადამიანს, დაავადების ბოლო სტადიაზე, სეფსისი ეწყებოდა, ხოლო როდესაც ბაქტერია ძარღვებში აღწევდა და სისხლის კოაგულაციას აფერხებდა, მას შინაგანი სისხლდენა ეწყებოდა და სხეულზე მუქი ფერის ლაქები ჩნდებოდა.

თუმცა, ახალი ათასწლეულის დასაწყისში, ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კრისტოფერ დუნკანმა (Christopher Duncan) და სუზა სკოტმა (Susan Scott) შეისწავლეს რა, იმ პერიოდის ისტორიული წყაროები და სამედიცინო ჩანაწერები, შეიმუშავეს თეორია, რომლის თანახმად, XIV საუკუნეში ევროპაში ჭირი კი არა, მანამდე უცნობი ციებ-ცხელება მძვინვარებდა, რომელიც ვირუსით ვრცელდებოდა და ვირთხები საერთოდ არაფერ შუაში იყვნენ.
«შავი სიკვდილის გავრცელების საშუალება, უფრო ვირუსული გვგონია, ვიფრე ვირთხების მიერ გავრცელებული ბაქტერიული ინფექცია. დაავადება ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდა და ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებულ რეგიონებში, სავაჭრო გზების გავლით ვრცელდებოდა, რომლებზეც ვირთხები საერთოდ არ დადიოდნენ» – აღნიშნა კვლევის პრეზენტაციაზე პროფ. დუნკანმა.


კარანტინი ვირთხებისგან?


აღნიშნული ეპიდემიის დამარცხება ექიმებმა საყოველთაო კარანტინით შეძლეს, რომელიც 40 დღე გრძელდებოდა. რაც ზუსტად შეესაბამება ებოლას ვირუსის მიმდინარეობას: თუ 10 დღიან საინკუბაციო პერიოდს დავამატებთ, დაახლოებით, 22 დღიან ფაზას, როდესაც დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი გადადება სხვებისთვის შეიძლება, მივიღებთ 32 დღეს. შემდეგ, დაავადება ვლინდება, განვითარებას აგრძელებს და თუ ადამიანს ძლიერი იმუნიტეტი არა აქვს, პაციენტი 5 დღეში იღუპება.

მეორეს მხრივ, როგორც ირკვევა, შავი ჭირი ბევრად უფრო სწრაფი იყო და მისი სიმპტომები, ინფიცირებიდან, მე–5-6 დღეს უკვე ვლინდებოდა.
«კარანტინს ეფექტი არ ექნებოდა, დაავადების გამავრცელებლები ვირთხები რომ ყოფილიყვნენ. როგორც ცნობილია, მღრღნელები თავისუფლად გადაადგილდებიან და მათ შეჩერებას ვერანაირი კარანტინი ვერ შეძლებდა», – დაამატა დუნკანმა და აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის, ეს მაინც და მაინც ებოლია ყოფილიყო, – შეიძლება, XIV ს–ში გავრცელებული შავი ჭირი, მისი ტიპის ვირუსის რომელიმე სახეობა იყო.


«ინგლისური ოფლი»


წარსულში, ევროპაში ბევრი დაავადება ჩნდებოდა, რომლის წარმოქმნის მიზეზი დღემდე უცნობია. მათ შორის, ყველაზე იდუმალი «ინგლისური ოფლი» იყო, რომელმაც ჰენრი VII ბოსვორტის ბრძოლაში (1485 წ.) მოპოვებული წარმატების შემდეგ, მისი არმიის თითქმის ნახევარი ამოწყვიტა. სავარაუდოდ, გივე დაავადებით გარდაიცვალა მეფის უფროსი ვაჟი არტური და ტახტზე მისი უმცროსი შვილი – ჰენრი VIII ავიდა.

იმ დროინდელი ბრიტანული წყაროების მიხედვით, დაავადებას მეტად ვერაგ «ჭირი» იყო: ძლიერი თავის და სახსრების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა და ოფლის ძლიერი დენა – ასეთი იყო დაავადების სიმპტომები. ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანი 1–2 დღეში, ორგანიზმის გამოფიტვით და გაუწყლოებით იღუპებოდა.

მაგრამ, თანამედროვე მეცნიერების აზრით, ამ ადამიანებს, ჭირი, როგორც ასეთი, არ უნდა ჰქონოდათ, რადგან ავადმყოფების სიმპტომებს შორის არ არის ნახსენები სისხლიანი ნახველი, რომელიც ჩვეულებრივ, ჭირით დაავადებულებს, სიკვდილის წინ, ყოველვის აღენიშნებოდათ.


მდიდრების დაავადება


რაოდენ საკვირველიც არ უნდ აიყოს, დაავადებამ, რომელმაც ბრიტანეთის კუნძულებზე, 1485—1551 წწ–ში, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ზაფხულის თვეებში აქტიურდებოდა. ხოლო, ჭირით ინფიცირების ობიექტები, ხშირ შემთხვევაში, მდიდარი ფენის წარმომადგენლები იყვნენ. ხოლო, ღარიბებს, რაღაც იდუმალი მიზეზით, ავადმყოფობა გვერდს უვლიდა. გრდა ამისა, იმ პერიოდის ქრონიკებში, არაფერია ნათქვამი ახალშობილთა სიკვდილიანობაზეც.
აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებით, ყველაზე მართებული მიკრობიოლოგის ედვარდ მაკსვიგანის ჰიპოთეზაა, რომლის მიხედვით, დაავადება შეიძლება ციმბირის წყლულის სპორებით ყოფილიყო გაოწვეული, რომელიც დაკლული ცხოველის უმ ხორცში და ტყავში იყო.
ტრემორი, ცხელება და ორგანიზმის სწრაფი გამოფიტვა, მართლაც ახასიათებს ციმბირის წყლულს და რადგან ღარიბებს და ჩვილებს ხორცპროდუქტებთან შეხება არ ჰქონდათ, სიკვდილიანობის მაჩენებელი ამ ფენებში დაბალი იყო.

თუმცა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ეს ვირუსი იყო, რომელიც დროდადრო ქრებოდა და მუტაციას განიცდიდა... ხოლო დღეს, მისი პირველადი სახე ცნობილი არ არის.


image


P. S. შავი ჭირის კიდევ ერთი აფეთქება ევროპაში 1665—1666 წწ. მოხდა. მან 700 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელთა შორის 100 ათასი ლონდონელი იყო, რაც ქალაქის მოსახლეობის საერთო რაოდენობის მეოთხედს შეადგენდა. გაგრძელება >>>

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. ჰაეროვანი პასკა თხევადი ცომით

3. სწრაფი და გემრიელი! – ნაპოლეონი 30 წუთში

4. მსოფლიოს 5 ქვეყანა, სადაც კატებს ჭამენ

5. 25 საინტერესო ფაქტი ღამურების შესახებ
6. ამერიკელმა ექსტრასენსმა დღევანდელი პანდემია 2008 წელს იწინასწარმეტყველა

0
872
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
872
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0