x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: დეპუტატებმა თურქეთის პარლამენტში მასობრივი ჩხუბი მოაწყეს

image



თურქმა დეპუტატებმა მასობრივი ჩხუბი მოაწყეს ქვეყნის პარლამენტში მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ მიუკერძოებლად ისაუბრა პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანის შესახებ. ნახეთ შეხვედრების დარბაზში გადაღებული ვიდეოკადრები.



დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სახალხო რესპუბლიკური პარტიის ოპოზიციური ფრაქციის უფროსის მოადგილემ ენგინ ოზკოჩმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტს ადანაშაულებს ღალატში სირიულ იდლიბში თურქი ჯარისკაცების გარდაცვალებასთან დაკავშირებით.



ოპოზიციის სიტყვებმა გამოიწვია მწვავე რეაქცია მმართველი პარტია „სამართლიანობისა და განვითარების“ დეპუტატებში: პარლამენტარებმა ჯერ ერთმანეთში გაცვალეს შეურაცხმყოფელი სიტყვები, შემდეგ კი მოქმედებაზე გადავიდნენ. შედეგად, პარლამენტის სხდომა გადაიდო.





0
567
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0