x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ გამოიყურება და როგორ ცხოვრობს რამზან კადიროვის რუსი ძმა ვისიტა

image ამ სტატიაში საუბარი გვექნება რუს ბიჭზე, რომელიც რამზან კადიროვმა 2005 წელს ჩეჩნეთის დედაქალაქის ბავშვთა სახლიდან გამოიყვანა რათა ეშვილებინა.
ვიქტორ პიგანოვი ეროვნებით რუსია და ოჯახით ცხოვრობდა ჩეჩნეთში. როცა ომი დაიწყო მამამ ოჯახი მიატოვა და კრასნოდარში წავიდა. ბიჭმა დედასთან ერთად ორი ომი გადაიტანა, მეორე ომის დამთავრებიდან მალევე ბიჭის დედა გარდაიცვალა და ვიქტორი სრულიად მარტო დარჩა. 2000 წელს ბიჭი ბავშვთა სახლს ჩააბარეს.
2005 წელს ბავშვთა სახლს ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრის რანგში რამზან კადიროვი ეწვია გადაწყვეტილებით-ბავშვთა სახლიდან რომელიმე ბავშვი ეშვილებინა, რათა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ ჩეჩნეთში მიუსაფარი ბავშვები არ უნდა იყვნენ.
კადიროვმა სპეციალურად რუსი ბიჭი აირჩია, რადგან ვიქტორს არავინ ჰყავდა ჩეჩნეთში ვინც მასზე პასუხისმგებლობას იკისრებდა.
ვიქტორი მაშინ 14 წლის იყო და მან თავიდან უარი განაცხადა წაყოლოდა რამზან კადიროვს, თუმცა ის გადაარწმუნეს და რამზანმა ის საკუთარ სახლში წაიყვანა.
ვიქტორი ოჯახში მიიღეს, როგორც საკუთარი სისხლისმიერი ნათესავი.
თავად ვიქტორი მოგვიანებით იტყვის: "მე ასეთი სიმდიდრე, ფუფუნება, სიყვარული და თბილი დამოკიდებულება არასდროს მინახავს და მიგვრძვნია".
ბიჭს მოუწია მიეღო ისლამი და მიეღო ჩეჩნური სახელი და გვარი, ის გახდა ვისიტა კადიროვი, თუმცა უნდა ითქვას, რომ მისთვის ეს არავის დაუძალებია.
თუმცა ერთმა პრობლემამ იჩინა თავი, მაშინ თავად რამზანი არ იყო ისეთ ასაკში კანონიერად ეშვილებინა ვისიტა და ბიჭი რამზანის დედამ აიმან კადიროვამ იშვილა.
ვისიტა გაიზარდა ის 28 წლისაა, მან სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა მოსკოვში და ჩეჩნეთის ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს. ვისიტა კრივში ვარჯიშობს დიდი ხანია და ფეხბურთის თამაშიც ჰობად აქვს.
კადიროვების ოჯახის დახმარებით ვისიტა ჩეჩენ გოგონაზე დააქორწინეს, მისი მეუღლე მარეტ ავდაევა გახდა, ქორწილს თავად ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვიც ესწრებოდა, რომელმაც ძმის ქორწილში იცეკვა.
კადიროვის ოჯახი ყურადღებას არ აკლებს ვისიტას, ვისიტა დღეს ცალკე ცხოვრობს, თუმცა უფროსი ძმა და საერთოდ კადიროვები მას, როგორც თავის ნათესავს ყურადღებას არ აკლებენ.
imageimageimageimageimage ვისიტა გამზრდელ დედასთან ერთად
imageimage ძმასთან, რამზანთან და რძალთან ერთად
image
















0
563
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
563