x
image
კატაპულტი
ამიერიდან ავტომობილების საერთაშორისო გამოფენა ფრანკფურტში აღარ გაიმართება
image
ავტომობილების მოყვარულთათვის, ალბათ, ცნობილია, რომ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ავტომობილების საერთაშორისო გამოფენა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში იმართებოდა. რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ღონისძიებას ხსენებული ქალაქი ვეღარ უმასპინძლებს.

გამოფენაზე სტუმრების რაოდენობის შემცირებამ და გამუდმებულმა კრიტიკამ, ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები აიძულა, გამოფენის ადგილი შეეცვალათ. ღონისძიეების მასპინძლობაზე 7 ქალაქი გამოთქვამდა პრეტენზიას, თუმცა შერჩევის ფინალურ ეტაპზე ბერლინი, ჰამბურგი და მიუნხენი გავიდნენ, საბოლოო გადაწყვეტილება კი ამ სამიდან უკანასკნელის სასარგებლოდ იქნა მიღებული. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა ადგილობრივი მთავრობა და მოსახლეობაც.

ექსპერტების აზრით, მიუნხენი საუკეთესო ადგილია ავტომობილების საერთაშორისო გამოფენის მოსაწყობად, რადგან ამ ქალაქში თავმოყრილია მრავალი მაღალტექნოლოგიური ჯგუფი, მათ შორის აქ ფილიალები აქვთ ისეთ დიდ კომპანიებს, როგორებიცაა: Google, Apple, Microsoft და Amazon.

ფრანკფურტი ათწლეულების მანძილზე მასპინძლობდა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ავტოგამოფენას, თუმცა 2021 წელს ღონისძიება უკვე მიუნხენში გაიმართება. ცნობილია ასევე ზუსტი თარიღიც – 7-დან 12 სექტემბრამდე.



დაგეგმილია კიდევ ერთი ცვლილება, რაც ავტომობილებით ვაჭრობისათვის ტერიტორიას შეეხება. მიუნხენში ის მკვეთრად შემცირებული იქნება, კერძოდ, 11 000 კვ.მეტრის ნაცვლად, მისთვის მხოლოდ 2 000 კვ.მ. იქნება დათმობილი.


თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

როგორი იქნება მომავლის საბურავები და როდიდან შემოვა ის ხმარებაში?!

დაუჯერებელი ფაქტები ავტომობილების შესახებ

ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი ავტომობილებსა და მათ პატრონებზე

0
42
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0