x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოსკოვმა კორონავირუსის წინააღმდეგ სამი გეგმა შეიმუშავა: А, В და საგანგებო მდგომარეობა
image

მოსკოვის მერიამ შეიმუშავა კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამ შესაძლო სცენარს - "A", "B" და საგანგებო რეჟიმს.


როგორც "ვედომოსტი" წერს, დოკუმენტი ჯერ არ არის მიღებული. ის უნდა დაამტკიცოს ფედერალურმა ხელისუფლებამ.


გეგმა A მიხედვით, საერთაშორისო ფრენების დროს ყველა მგზავრს გაუზომავენ ტემპერატურას. თუ ნორმაზე მაღალი იქნება მაშინ პიროვებას გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე, რის შემდეგაც მას ან ჰოსპიტალში გადაიყვანენ ან სახლში დარჩება მეთვალყურეობის ქვეშ. იმ ქვეყნებიდან ჩამოფრენილებს, სადაც ფართოდაა გავრცელებული კორონავირუსი(ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და ა.შ.)აუღებენ ანალიზებს, აღრიცხვაზე აიყვანენ და იზოლაციაში მოაქცევენ.



გეგმა B იმოქმედებს ადგილობრივზე(ანუ უცხოეთში ვინც არ ყოფილა) კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის გამოვლენისთანავე.

პაციენტს საავადმყოფოში გადაგზავნისთანავე, გამოკითხავენ, ვიდეო სათვალთვალო კამერების და გეოლოკაციური მონაცემების ჩანაწერების დახმარებით მოხდება იმ პირების იდენტიფიცირება, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა. გეგმა ითვალისწინებს 14 დღიან კარანტინს ბინაზე ავადმყოფის ახლობლებისა და მეზობლებისთვის, რომელთა დაცვას გააკონტროლებენ პოლიციელები. ასევე დადგენილია კარანტინაში მყოფების ბინების დეზინფექცია. გარკვეული ზომები მიიღება ავადმყოფის კოლექტივის წევრების და მის მიერ მონახულებულ ადგილებთან დაკავშირებით.


მარშრუტის თითოეულ ბოლო პუნქტზე ავტობუსები, ტროლეიბუსები და სხვა სახმელეთო ტრანსპორტი გაივლის დეზინფექციას, მეტროში დეზინფექცია მოხდება ყოველ ოთხ საათში ერთხელ. სადგურებზე ბაქტერიციდული აპარატები დამონტაჟდება. იგივე ზომებია მოსალოდნელი სადგურებზე, აეროპორტებში, ტაქსებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებსა და სავაჭრო ცენტრებში.



თუ ეს ზომები არ იქნება საკმარისი, მაშინ მოსკოვის ხელისუფლება განიხილავს საგანგებო სიტუაციის შემოღების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში, ქალაქის ყველა საწარმო და ორგანიზაცია დაიხურება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მხარდაჭერასა და გადაუდებელ მომსახურებაზე.


საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეწყვეტს მუშაობას, შეუძლებელი იქნება ქალაქში შესვლა და გამოსვლა . შემოღებულ იქნება კომენდანტის საათი, რომლის დროსაც მოქალაქეებს სპეციალური ნებართვის გარეშე არ შეეძლებათ ქუჩაში გასვლა.


ქალაქის ქუჩებს გააკონტროლებს პოლიცია და გვარდია, ანტიეპიდემიის რეჟიმის დამრღვევს ადგილზე დააკავებენ, შემდეგ კი მის იზოლაციას მოახდნენ.

0
330
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0