x
image
ლურჯი თოლია
როგორ დაუბრუნდა ზაქარია ფალიშვილი შემოქმედებით ცხოვრებას?

image

ზაქარია ფალიაშვილს გარდაეცვალა 18 წლის ვაჟი და მძიმე კაეშანმა შეიპყრო. ხელი აიღო შემოქმედებაზე, სახლიდანაც აღარ გამოდიოდა.
მივიდა მასთან ივანე ჯავახიშვილი და შესთავაზა-სთხოვა: "წამოდიო ჩემთან სოფელ ხოვლეშიო, გულს გადააყოლებო, სუფთა ჰაერი და სოფლის სიმშვიდე გარგებსო". და წაიყვანა კასპის რაიონის სოფელში.
ერთხელაც ივანე ჯავახიშვილი და ზაქარია ფალიაშვილი სოფელში გზაზე მისეირნობდნენ. დაინახეს ურემში შებმული ხარები და მეურმე, რომელიც ურმულს მღრეოდა და თან უსაზღვროდ სევდიანად.
ზაქარია ფალიაშვილს ეს მელოდია როგორ გამოეპარებოდა და უთხრა ივანეს მელოდიის უნიკალურობისა, ღრმა სევდიანობის შესახებ.
ივანეს უკითხავს უცნობი გლეხისათვის: "ასე საოცრად, ასე სევდიანად, ასე ტკბილად როგორ და რისთვის მღერიხარო...?"
მეურმეს უპასუხნია: " 18 წლის ბიჭი მომიკვდა, გულდათუთქული ვარო და სულიდან ასეთი სევდა და ხმები ამომდისო".
გაოცდა, გაასდა და თავიდან დაიბადა დიდი ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებითი ცხოვრება.

1971 წელს ფალიაშვილის 100 წლის იუბილეზე იუნესკომ მოუწოდა-სთხოვა მსოფლიოს სახელმწიფოთა ყველა ცენტრალურ რადიოსადგურს საღამოს 8 საათზე გაეშვათ დაისის უვერტიურა... და უამრავ ქვეყანაში დაისისას შესრულდა ოპერა "დაისის" შესავალი.

0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0