x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყოველწლიურად 87 000 ქალის სიცოცხლე ეწირება ძალადობას
image

გაეროს სტატისტიკის მიხედვით ყოველწლიურად საშუალოდ 90 000 ათასამდე ქალის სიცოცხლე ეწირება ქმრისგან, საყვარლისგან ან ნათესავისგან განხორციელებულ ძალადობას.


ამასთანავე კრიზისული ცენტრის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს რიცხვი არაზუსტია, რადგან ეს არ ასახავს "ოჯახის ღირსების დამცავ"მონაცემებს, როდესაც მამაკაცი კლავს ნათესავ ქალს, რომელმაც ოჯახი "შეარცხვინა". ასევე, ქალთა მკვლელობის 40 %-ის შემთხვევაში პოლიციის ჩანაწერებში მითითებულია როგორც „დაზიანებები გაურკვეველი განზრახვით“ და ესეც სტატისტიკაში არა არის ასახული, ასე, რომ რეალურად ყოველწლიურად ბევრად უფრო მეტი ქალის სიცოცხლე ეწირება ძალადობას.



ჩვეულებრივ ფემიციდი განიხილება, როგორც ქალის მკვლელობა ნებისმიერი მოტივით.ამ მხრივ მიმდინარე საუკუნეში წამყვანი ქვეყნებია სალვადორი, იამაიკა, გვატემალა, სამხრეთ აფრიკა და რუსეთი.


ამასთან, სალვადორსა და კოლუმბიაში, სადაც მკვლელობის მაჩვენებელი ძალზე მაღალია, ქალთა მკვლელობის მხოლოდ 3% მოდის მიმდინარე ან ყოფილ ინტიმურ პარტნიორზე, როდესაც კვიპროსში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში, პირიქითაა, ყოფილი და ამჟამინდელი პარტნიორები პასუხისმგებელნი არიან ქალთა მკვლელობის 80% -ზე.

image

ამასთან ერთად Women, Business and the Law 2018 წლის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ქალთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობა(მათ შორის ძალადობისგან დაცვა) ყველაზე დაბალ დონეზეა უზბეკეთში, ლიბერიაში, გაბონში, ირანში, იემენში და გაერთიანებულ საემიროებში.

ნულოვანი შეფასების მქონე სახელმწიფოების 35 პროცენტი ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაშია, 19 პროცენტი შავ აფრიკაში.


0
33
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0